ჯაბა კანკავა "რეიმსში" დაბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის კაპიტანი ჯაბა კანკავა რეიმსში გაემგზავრა. ის დაიწყებს ვარჯიშს ადგილობრივ საფეხბურთო კლუბში, სადაც გაატარა კიდეც წინა სეზონი.

როგორც შევიტყვეთ, ამჟამად "რეიმსის" ხელმძღვანელობა ინტენსიურად ეძებს ჯაბასთვის ახალ გუნდს, რათა თავადაც იხეიროს ფინანსურად და ფეხბურთელს უკეთეს კლუბში დამკვიდრების საშუალება მისცეს.

გადაწყვეტილი ამბავია - კანკავა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში არ დარჩება და გუნდს აუცილებლად გამოიცვლის. რაც შეეხება "რეიმსში" ვარჯიშს, ეს ჩვენებურს ფორმაში ყოფნაში დაეხმარება და როგორც კი ახალი გუნდის ვარიანტი გამოჩნდება, ტონუსში მყოფი შეხვდება ახალ გამოწვევას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 3 /
კანკავას გუნდის პოვნის პრობლემა არაქვს, უბრალოდ რეიმსს იმიტომ უნდა მისი გაშვება რომ ამ ანაზღაურების მქონე ფეხბურთელის ყოლის უფლებას ვერაძლევს საკუთარ გუნდს და არც იაფად არუნდა გაუშვან, შესაბამისად მოთხოვნილი თანხა რომელიც მის დონეს შეესაბამება შეიძლება ვიღაცას ბევრი ეგონოს, ვისაც არგონია იმ გუნდებში კი ჯაბას არუნდა დაბრუნება!!
zaza
22:27 28-06-2016
0
ზაზა მოდი არ გინდა რა ეგეთი ლაპრაკი ჯაბა ისეთი დაბალი დონის ფეხბურთელი არაა რომ არ ყავდეს მსურველები უბრალოდ არ ჩქარობს არც ფეხბურთელი არც კლუბი რომ უფრო კაი თანხა შეიძლება გადაიხადონ ვიდრე სხვამ და უკეტესი პირობები შესთავაზონ კანკავას ვიდრე სხვამ ასე რომ მოდი მოვიცადოთ და ესეთი კომენტარებისგან თავი შევიკავოთ... ))))
giorgi
16:53 28-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული