აგენტი: გიორგი ჭანტურია ახალი გუნდით ძალიან კმაყოფილია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ ეკატერინბურგის "ურალთან" კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ აგენტმა ხორენ კალაშიანმა championat.com-ს განუცხადა.

"გიორგი ჭანტურიამ "ურალთან" სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფეხბურთელი ძალიან კმაყოფილია ახალი გუნდით. მისი ყოფილი გუნდი გერმანული "დუისბურგი" იყო, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში გამოდიოდა. ჭანტურიას ყოველთვის სურდა უფრო მაღალ დონეზე თამაში", - კალაშიანმა.

შეგახსენებთ, რომ "ურალში" გადასვლამდე ჭანტურიას უთამაშია "ბარსელონას" ასაკობრივ გუნდში, არნემის "ვიტესში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", "ვერონაში", რუმინულ "კლუჟში" და "დუისბურგში".
მკითხველის კომენტარები / 29 /
და ეს ეხლა სპორტსმენია?23წლის ბიჭი ,რომ ფულს დააყენებ მთავარ ღირებულებად(((...
Zaza
10:02 27-06-2016
0
და ეს არის წარმატება
jojo
08:17 27-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული