ლეგიონი: გიორგი აბურჯანიას "ხიმნასტიკის" გამარჯვება სტუმრად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მაისს გიორგი აბურჯანიას "ხიმნასტიკი" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 41-ე ტურში "ლუგოს" ესტუმრა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩი სრულად ჩაატარა.

ამ გამარჯვების შემდეგ "ხიმნასტიკს" 70 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მყარად არის.

ლა ლიგის საგზური გაინაღდა ამ დროისთვის პირველადგილოსანმა "ალავესმა", რომელსაც ჩემპიონატის დასრულებამდე ტურით ადრე 74 ქულა დაუგროვდა. გასარკვევი დარჩა, ვინ მიიღებს მეორე საგზურს.

მეორეადგილოსან "ლეგანესს" 71 ქულა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ "ლეგანესმა" ბოლო ტურში "მირანდესთან" ქულები დაკარგა და აბურჯანიას "ხიმნასტიკმა" "ალავესთან"
მოიგო, ქართველი ფეხბურთელის გუნდი ცხრილში მეორე ადგილს დაიკავებს და ლა ლიგის საგზურს მიიღებს. თუ არა და, "ხიმნასტიკი" ლა ლიგის საგზურის მოპოვებას პლეი ოფში შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული