ლეგიონი: გიორგი აბურჯანიამ დაბრუნება გოლით აღნიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 1 მაისს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 36-ე ტურში "ხიმნასტიკი", რომელშიც ქართველი ნახევარმცველი გირგი აბურჯანია თამაშობს, "მირანდესს" მასპინძლობდა და უხვგოლიან შეხვედრაში მეტოქეს ანგარიშით 3:2 სძლია.

სასიხარულოა, რომ აბურჯანია, რომელმაც ტრავმის გამო ორი ტური გამოტოვა, გუნდს გუშინდელ მატჩში დაუბრუნდა, შეუცვლელად ითამაშა, დაბრუნება კი გოლით აღნიშნა. ქართველმა ფეხბურთელმა თავი მატჩის 49-ე წუთზე გამოიჩინა, როცა მასპინძლები 0:1 მარცხდებოდნენ.

36 ტურის შემდეგ აბურჯანიას "ხიმნასტიკი" 57 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და ლიდერ "ლეგანესს" 3 ქულით ჩამორჩება, რომელიც თავის შეხვედრას დღეს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული