აპოელ-ი ჩემპიონია! - პრეზიდენტმა თემურ ქეცბაიას მადლობა გადაუხადა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩემპიონობა გაიფორმა თემურ ქეცბაიას აწ უკვე ყოფილმა გუნდმა "აპოელმა".

34-ე ტურში აპოელ-მა მეორეადგილოსან "აეკს" უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა - 2:0.

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გუნდის პრეზიდენტმა პროდრომოს პეტრიდესმა გააკეთა, სადაც ქეცბაიაც ახსენა.

"რთული წელი გვქონდა და ფეხბურთელები ამ გამარჯვებას იმსახურებდნენ. იმსახურებდნენ მთავარი მწვრთნელებიც, როგორც ამჟამინდელი, ისე - ყოფილი. მსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თემურ ქეცბაიას, რომელმაც გუნდის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიამ აპოელ-ის მთავარი მწვრთნელის პოსტი 21
აპრილს დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვცობფდები ამ კაცზე ცუდს რო იძახიან
Vaso
11:05 30-04-2016
0
ქეცბაია კი ვიგემეთ რაც არის, მაგრამ მაინც ვუთანაგრძნობ.
ანდრი
15:47 29-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული