"არ დანებდე, ლევან!" - "ემპოლის" ფანები მჭედლიძეს მხარს უჭერენ

AutoSharing Option
25 აპრილს სერია A-ს მატჩში "კარპისა" და "ემპოლის" შორის (1:0) ლევან მჭედლიძე 25-ე წუთზე გააძევეს. იმ ეპიზოდში ლევანმა იდაყვი მოარტყა "კარპის" ფეხბურთელს და ეგრევე წითელი ბარათი მიიღო. განხილვის შედეგად, სადისციპლინო კომიტეტმა ლევანს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა იტალიური გუნდის გულშემატკივარი. ისინი თვლიან, რომ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ქართველი ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრია და ამ გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლებოდა.

გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში ორი ჰეშთეგი შექმნეს ლევანის მხარდასაჭერად: #iostoconlevan და #giulemanidalevan.

როგორც იტალიური Iltirreno
იტყობინება, გუშინ, 28 აპრილს, "ბოლონიასთან" გასამართი მატჩის წინასამატჩო ღია ვარჯიშზე "ემპოლისთან" ერთად იმყოფებოდა ლევან მჭედლიძეც, რომელმაც გულშემატკივართა მხრიდან დიდი მხარდაჭერა იგრძნო. ფანები ჯერ მის სახელს სკანდირებდნენ, შემდეგ "არ დანებდე, ლევან!"-ს , ბოლოს კი მათთან მისულ მჭედლიძეს ჯერ ხელი ჩამოართვეს, შემდეგ - ჩაიხუტეს.

მართალია, მჭედლიძის დისკვალიფიკაციას კლუბი გაასაჩივრებს, მაგრამ "ბოლონიასთან" ის ნამდვილად არ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული