დღის კარიკატურა: კაპიტანი კაშია დაბრუნდა!

AutoSharing Option
ბოლო დროს არნემის "ვიტესის" კაპიტან გურამ კაშიას მთავარი მწვრთნელი არ სწყალობდა - არ ათამაშებდა.

ამას ხმაურიანად აპროტესტებდნენ გუნდის ქომაგები - "ზვოლესთან" მატჩის 37-ე წუთზე (კაშია სწორედ 37-ე ნომერია) გულშემატკივრებმა ქართველის გვარის სკანდირება წამოიწყეს. მხარდაჭერა გურამს არნემის ვიცე-მერმაც გამოუცხადა...

ბოლოს და ბოლოს, "ვიტესის" თავკაცმა რობ მაასმა გურამი სასტარტოში დააბრუნა და კვირას, "ალკმაართან" შეხვედრაში შეუცვლელად ათამაშა. მართალია, "ვიტესმა" ეს მატჩი დათმო, თუმცა კაშიას მოედანზე ხილვას არნემელი ქომაგები დიდ სიხარულით შეხვდნენ.

იმედს ვიტოვებთ, კაპიტნის დაბრუნება "ვიტესის" შედეგებზე დადებითად სულ მალე აისახება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული