სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ლეგიონი გუშინ: დვალიშვილის გოლი, კანკავას მოგება, მჭედლიძის ფრე [VIDEO]
AutoSharing Option
10:16 04-02-2016
გუშინ, 3 თებერვალს, იტალიის სერია A-ში ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" "უდინეზეს" უმასპინძლა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. ლევანი მინდორზე 79-ე წუთზე შევიდა და ყვითელი ბარათი მიიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საფრანგეთის ჩემპიონატის ლიგა 1-ში ჯაბა კანკავას "რეიმსმა" შინ 2:1 მოუგო "ანჟერს". საქართველოს ნაკრების
You must have Flash Player installed in order to see this player.
კაპიტანმა მინდორზე 90 წუთი გაატარა. ამ გამარჯვების შემდეგ "რეიმსს" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 26 ქულა აქვს და მე-16 ადგილს "აიაჩოსთან" იყოფს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შჩეცინის "პოგონი" ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა სლოვაკურ "ტრენჩინს" და 3:2 გაიმარჯვა. პოლონურ კლუბში ანგარიში ლადო დვალიშვილმა გახსნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვიპროსის თასის მეოთხედფინალის პირველ რაუნდში წარუმატებლად ითამაშეს ჩვენებურთა კლუბებმა. ლევან ხმალაძის "პაფოსი" გასვლაზე 0:4 დამარცხდა "ომონიასთან". ხმალაძემ სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ირაკლი მაისურაძის "ანორთოსისმა" კი ასევე სტუმრად ვერაფერი გააწყო აეკ-თან - 0:3. მაისურაძე მინდორზე 71-ე წუთზე შევიდა.

* * *
პორტუგალიის თასის 1/2-ფინალში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" შინ 0:3 დამარცხდა "პორტუსთან". ჩვენებური შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
kaxa
14:46 04-02-2016
კარგი იქნება იყოს იმის საშუალება რომ ნაკრების ფეხბურთელების თამაშები ქართულად გვაყურებინა პირდაპირ ეთერში.