საბა კვირკველიამ ყაზანის "რუბინი" მარცხისგან იხსნა

AutoSharing Option
დღეს, 30 ნოემბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში საბა კვირკველიას ყაზანის "რუბინმა" საკუთარ კედლებში მოსკოვის "სპარტაკს" უმასპინძლა.

შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.

მატჩის 51-ე წუთზე ზე ლუიშმა ზუსტი დარტყმით სტუმრები წინ გაიყვანა. 71-ე წუთზე "რუბინმა" მარკო დევიჩის გოლის წყალობით ანგარიში გაათანაბრა - 1.1.

3 წუთში ყაზანელთა კარში თერტმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც კვინსი პრომესმა ზუსტად შეასრულა და "სპარტაკი" კვლავ დააწინაურა.

სასიხარულოა, რომ შეხვედრის 94 წუთზე თავი საბა კვირკველიამ გამოიჩინა, რომელმაც მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა და "რუბინს" ქულა მოუტანა - 2:2.

სპარტაკელთა შემადგენლობაში ტრავმის გამო
ვერ ითამაშა ჯანო ანანიძემ.

17 ტურის შემდეგ ყაზანელები 20 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კახა ცხადაძესაც არ ქონდა ცუდი შედეგები ევროპულ სარბიელზე, მაგრამ მე შევცდი, კახა კალაძე უნდა დამეწერა. ალბათ ბევრი ისედაც მიხვდებოდა!!
hodari
10:09 01-12-2015
0
გული მიგრძნობს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საბა გრანდ კლუბში მოხვდება სულ მალე. ის კახა ცხადაძის შემდეგ იქნება მეორე ფეხმურთელი, ვინც შეიძლება ევროპოული ტროფეი დაიპყროს. რატომრაც მაგრად მჯერა ამისი. წარმატებები საბა. აი ასე ჩემო ოქრიკა, საქმისადმი პროსიონალური მიდგომაა საჭირო და არა პიჟონური ქცევები, რომელსაც არავისთვის კარგი არსდროს და არცერთ დროში არ მოუტანია.
hodari
09:45 01-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული