გიორგი ქინქლაძის მანჩესტერული კარიერა 10 წუთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჟურნალ FourFourTwo-ს ვებსაიტმა გამოაქვეყნა YouTube-ზე დადებული საფეხბურთო ოსტატობების ვიდეორგოლების სტატია-ცნობარი. ფეხბურთის უმაღლესი კლასის ოსტატთა ვიდეორგოლებს შორის მოხვდა გიორგი ქინქლაძის საუკეთესო მოძრაობების კრებულიც - "გიორგი "ქინქი" ქინქლაძე - "მანჩესტერ სიტის" ლეგენდა".

აი, რას წერს გამოცემა ამ კლიპზე: "გიორგი ქინქლაძის სამი სლალომიანი სეზონი "მანჩესტერ სიტიში" ამ 10-წუთიან რგოლშია ჩატეული. აქ არ არის ნელი გამეორებები და ვიდეოები სხვა კამერით. უბრალოდ, კლიპი კლიპს მიბმულია".

სხვათა შორის, პრემიერლიგაში 28 ნოემბერს "სიტი"-"საუთჰემპტონია". ქართველმა კი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი სწორედ "საუთჰემპტონს" გაუტანა. sbnation.com-ზე მატჩისწინა სტატიაში სწორედ ეს გოლი
გაიხსენეს:

"თითქმის ოცი წლის წინათ გარი ფლიტკროფტმა თავისი ბოლო მატჩი ითამაშა "სიტის" მაისურით. იმ თამაშში პატარა ქართველმა გიორგი ქინქლაძემ ზღაპრული სოლო-გოლი გაუტანა "საუთჰემპტონს". გიორგი ჩვენი მარგალიტი იყო, როგორიც ახლა დავიდ სილვაა. ვისაც ეს გოლი არ უნახავს YouTube-ზე, წინ დიდი სიამოვნება ელის", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 15 /
რა მესსი რის კრისტიანო.რეებს აკეტებს .საოცარია.გაგიმარჯოს გიო,3ჯერ უკურე ზედიზედ
0
ჩემი აზრით გიო უფრო ლამაზ ფეხბურთს თამაშობს ვიდრე მესი. ურაპატრიოტობის გამო არ ვამბობ
Ivane
20:12 01-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული