დღის კარიკატურა: 1X11-ზე ფეხბურთი გიორგი მაკარიძის შესრულებით

AutoSharing Option
ახლახან საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძემ პორტუგალიაში თავისი მოქმედებით იქაური სპორტული მედია აალაპარაკა.

გიორგიმ ჯერ "გიმარაეში 2"-ის ფეხბურთელს პენალტი აუღო, შემდეგ კი 11-მეტრიანი ნიშნულიდან თავად დაჰკრა და გაიტანა. მაკარიძის ამ გოლმა "ფეირენშეს" 1:0 მოაგებინა.

მან, თითქოს სათამაშო ფეხბურთის მაგიდასთან მდგარიყო, შემტევის ფუნქციაც იკისრა და მეკარისაც და ვფიქრობთ, რომ დასჭირვებოდა, თავს არც ნახევარდაცვასა თუ დაცვაში თამაშით შეირცხვენდა.

ერთი სიტყვით, 1X11-ზე ფეხბურთიც არსებობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული