გიორგი არაბიძემ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: არაბიძის საგოლე გადაცემა

25 ნოემბერს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი გაიმართა, სადაც დონეცკის "შახტარმა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა.

გიორგი არაბიძემ მატჩი დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა.

სამწუხაროდ, მასპინძლები ანგარიშით 2:6 განადგურდნენ. არაბიძე მთელ მატჩის განმავლობაში აქტიური იყო. დონეცკელთა მეორე გოლი სწორედ მის გამჭოლ გადაცემას მოჰყვა.

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულ შეხვედრას მსაჯთა ქართული ბრიგადა ემსახურებოდა. მატჩის მთავარი არბიტრის რანგში ლაშა სილაგავა მსაჯობდა, ხოლო მას გიორგი ელიკაშვილი და ალეკო აფციაური ეხმარებოდნენ.

დონეცკის "შახტარი" ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას
8 დეკემბერს, პსჟ-სთან გამართავს.

ამ დროისთვის "შახტარი" 4 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული