tuttomercatoweb.com: ჭანტურიას ტრანსფერზე ყველაზე მეტად "ემპოლი" აქტიურობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი ჭანტურიას იტალიურ კლუბში შესაძლო ტრანსფერზე ადგილობრივი საიტები წერენ.

22 წლის ქართველის გადაბირებით, რომელიც თავისუფალი აგენტია, სერია A-ს სამი კლუბი "ბოლონია", "ფროზინონე" და "ემპოლია" დაინტერესებული, უკანასკნელი ინფორმაციით კი, ყველაზე მეტად ტოსკანური გუნდი აქტიურობს.

საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს და თუკი ჭანტურია და "ემპოლი" შეთანხმდებიან, ამ გუნდში ორი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ემპოლის ღირსებას ლევან მჭედლიძე იცავს.


მკითხველის კომენტარები / 2 /
საბოლოოდ კარიერას ცხინვალში გააგრძელებს.
Raul
10:13 04-09-2015
0
ვაიმეეეეეეეე! გასკდა თავი!
Raul
10:05 04-09-2015
0

სიახლეები პოპულარული