"რუბინის" გოლკიპერი რიჟიკოვი: კვირკველია დაცვას მალე დაალაგებს

AutoSharing Option
ევროპალიგის პლეი ოფში ყაზანის "რუბინმა" 1:0 დაამარცხა "რაბოტნიჩკი" და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

ჯგუფურ ეტაპზე "რუბინის" მეტოქეები "ლივერპული", "ბორდო" და "სიონი" იქნებიან.

"რაბოტნიჩკისთან" საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა 19 წლის ურუგვაელ მაურისიო ლემოსთან დუეტში.

მატჩის შემდეგ "რუბინისა" და რუსეთის ნაკრების გოლკიპერმა სერგეი რიჟიკოვმა შემდეგი თქვა:

"ევროპალიგაზე ვართ, ვულოცავთ მთელ ყაზანს, რესპუბლიკას! ნელ-ნელა გამოვდივართ იმ რთული სიტუაციიდან, რომელშიც მოვხვდით.

არ დაგვავიწყდეს, რომ გუნდიდან დაცვის ბურჯი სესარ ნავასი წავიდა. ლემოსს ჯერ უჭირს, ის ახალგაზრდაა. ახლა ორკვირიან შეკრებას გავივლით და ყველაფერი კარგად იქნება.

საბა კვირკველია
ადრე არ იყო დაცვის ლიდერი, ახლა კი ის გახდა გუნდის მთავარი მცველი. ახლა მას მხოლოდ კარგად თამაში არ ევალება, მან უნდა უხელმძღვანელოს დაცვის ხაზს, უკარნახოს ბიჭებს შეცდომები. ნელ-ნელა ის უკვე უმკლავდება ამ როლს".

შეგახსენებთ, რომ ევროთასებზე ამ სეზონში მხოლოდ ერთი ქართველი ითამაშებს - საბა კვირკველია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული