სანდრო კობახიძის "ვოლინში" ფეხბურთელებს 6 თვეა, ხელფასი არ აუღიათ

AutoSharing Option
football.ua-ს ინფორმაციით, ლუცკის "ვოლინში", სადაც იჯარით თამაშობს სანდრო კობახიძე, დიდი ფინანსური კრიზისია.

"ჩვენი ინფორმაციით, კლუბს ფეხბურთელების დავალიანება 6 თვის აქვს და ეს დრო იზრდება, რადგან ივლისის თვის ერთი კვირაც გავიდა.

ამ დროს, კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს მხოლოდ დავალიანების ნაწილობრივ დაფარვას ჰპირდება შეკრების მერე, ანუ ჩემპიონატის დაწყებამდე.

შესაძლოა, ამის გამო "ვოლინს" შეკრებაზე ბევრი ფეხბურთელი აკლია, მათ შორის, უკრაინის მოქალაქე ქართველი თემურ ფარცვანია.

გამოცემის გაკვირვებას ის უფრო იწვევს, რომ შეკრებაზე ისეთი ფეხბურთელები გამოცხადდნენ, როგორიც სანდრო კობახიძეა.

შეგახსენებთ, რომ "დნიპრომ" კობახიძის იჯარა "ვოლინში" 2015
წლის ბოლომდე გააგრძელა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩამოი სახლში ბიძიკო, მშიერს არ დაგტიებთ!
0

სიახლეები პოპულარული