manchestereveningnews.co.uk-ის გამოკითხვა: ტურე, აგუერო, სილვა თუ ქინქლაძე

AutoSharing Option
manchestereveningnews.co.uk აქვეყნებს სტატიას - "არის თუ არა იაია ტურე "მანჩესტერ სიტის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი".

ავტორი სტიუარტ ბრენანი ამბობს, რომ ამ "ტიტულზე" პრეტენზიას სხვა ფეხბურთელებიც აცხადებენ, მათ შორის კი გიორგი ქინქლაძეცაა.

სტატიას ახლავს გამოკითხვა, რომელშიც "სიტის" ფანებმა უნდა აირჩიონ მათი აზრით, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი.

სიაში სულ 10 ფეხბურთელია, გამოკითხულთა 3,4% კი ასახელებს სულ სხვა ფეხბურთელს, რომელიც ამ სიაში არაა.

35%-ით ლიდერობს სერხიო აგუერო, ხმების 18,2%-ით მეორე ადგილზეა კოლინ ბელი, მესამეზე - დავიდ სილვა - 17,7%.

სხვათა შორის, იაია ტურეს ხმების მხოლოდ
16% აქვს და მეოთხე ადგილზეა. გიორგი ქინქლაძეს "მანჩესტერ სიტის" ფანების 3% მიიჩნევს, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად - ეს მეშვიდე შედეგია.

სტატიის და გამოკითხვის ნახვა აქ შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიახ ქინქლადზე ლიდერობს რა ძველი სტაtიაა?!!
0
რას ლაპარაკობთ!!! პირველზეა ქინქლაძე 65 პროცენტი აქვს უკვე http://www.manchestereveningnews.co.uk/sport/yaya-toure-man-citys-greatest-ever-9572827
გიორგი18
12:56 06-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული