შოთა არველაძე: მე "ტრაბზონიდან" არც არასდროს წავსულვარ

AutoSharing Option
2 ივლისს თურქული ფეხბურთის ერთ-ერთმა გრანდმა "ტრაბზონმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გუნდს 42 წლის ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე გაწვრთნის.

შოთას კონტრაქტი ორწლიანია და ის სეზონში 1,2 მილიონ ევროს მიიღებს.

მაშ ასე, 18 წლის განშორების შემდეგ შოთა "ტრაბზონში" დაბრუნდა, ოღონდ ახლა უკვე მწვრთნელის სტატუსით. დანიშვნის შემდეგ შოთა არველაძემ პირველი კომენტარი გააკეთა:

"18 წელიწადი ძალიან დიდი დროა, მაგრამ მე ასე არ აღვიქვამ, რადგან ვერასოდეს ვერ გავდგებოდი გვერდზე იმ ხალხისგან, ვისაც ძალიან ვუყვარვარ. ამიტომ მე არც არასოდეს წავსულვარ.

ტრაბზონი ჩემთვის ძალიან საყვარელი ადგილია. ჩვენი
გუნდის მიზანი ყოველთვის ნათელია - გამარჯვება".

სხვათა შორის, არველაძემ ჯერ კიდევ სტამბოლის აეროპორტში, ტრაბზონში ჩასვლამდე განუცხადა თურქ ჟურნალისტებს, რომ მას "ტრაბზონთან" მოლაპარაკება არც სჭირდება.

ჟურნალისტის კითხვაზე - შეუთანხმდით თუ არა "ტრაბზონს", ქართველმა მწვრთნელმა უპასუხა, რომ ეს დაახლოებით 25 წლის წინ მოხდა.

ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებისთვის "ტრაბზონი" უკვე ახალ მწვრთნელთან ერთად დიუსელდორფში გაფრინდა. გუნდი ჰოლანდიურ არნემთან დაბანაკდება.

9 ივლისს შოთას გუნდს "სევილიას" ყოფილი ფეხბურთელი სტეფან მბიაც შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ კაცს როგორც ფეხბურტელს დიდ პატივს ვცემ,მაგრამ როგორც მცვრტნელის რა მოგახსენო,უკვე ორი გუნდი კავდა და ორივესში ....
pirdapiri
11:33 04-07-2015
0
ცაგეკვანა შენი ძმები ისინი აქ ზალიან ცუდათ დაამთავრებენ
zaza
08:24 04-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული