სავარაუდო ტრანსფერი: ალეკო ამისულაშვილი თურქეთში ბრუნდება

AutoSharing Option
თუ სასწაული არ მოხდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 32 წლის მცველი ალეკო ამისულაშვილი თურქულ "ქარშიაკაში" გააგრძელებს კარიერას.

როგორც შევიტყვეთ, კონტრაქტის ყველა დეტალი მოგვარებულია და ფეხბურთელი დღეს, 3 ივლისს გაემგზავრება თურქეთში ხელშეკრულების გასაფორმებლად.

"ქარშიაკა" თურქეთის ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდია. კლუბის ხელმძღვანელობას სუპერლიგაში აღზევება სურს. ამისულაშვილის გარდა, გუნდი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდება.

ცოტა ხნის წინათ გამოცდილი ცენტრალური მცველი ლამის გორის "დილაში" გადავიდა. მისი სამსახურით დაინტერესებული იყო თბილისის "დინამოც", თუმცა ამისულაშვილმა არჩევანი უცხოეთზე გააკეთა.

აქამდე მას თელავის "კახეთში", ქუთაისის "ტორპედოში", "სამტრედიაში", თბილისისა და კიევის
"დინამოში", "დნიპროში", "ტავრიაში", "შინიკში", ნალჩიკის "სპარტაკში", "ქაისერისფორში", "კრასნოდარში", "კრილია სოვეტოვსა" და ბაქოს "ინტერში" უთამაშია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მას 36 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფული ბაბა,გაიხადე კიკუუ:D:D:D
gori
10:16 04-07-2015
0
ფული ჯოჯოხეთს ანათებს.
0

სიახლეები პოპულარული