"გენკის" დირექტორი: თორნიკე ოქრიაშვილს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს

AutoSharing Option
voetbalnieuws.be-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ "გენკის" წარუმატებლობა დიდწილად უიღბლო ტრანსფერების ბრალი იყო გასულ სეზონში და ერთ-ერთ წარუმატებელ ტრანსფერად თორნიკე ოქრიაშვილის გადასვლა ჩაითვალა, კლუბის ხელმძღვანელობას კვლავ სჯერა მისი.

მან გასულ სეზონში იჩხუბა თანაგუნდელთან, ერთი ღამე პოლიციაში გაატარა, არ დაბრუნდა სამშობლოდან დროულად...

ამ ყველაფერმა ოქრიაშვილი კლუბიდან წასვლამდე მიიყვანა, თუმცა ასე არ ფიქრობს "გენკის" ტექნიკური დირექტორი დიმიტრი დე კონდე:

"კარგი გუნდები ყოველთვის საუკეთესო ხასიათის ფეხბურთელებით არ შენდება. ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდში გყავდეს ოქრიაშვილის დონის ფეხბურთელი. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია სულ სხვა დონეზე აიყვანოს
გუნდის თამაში.

დიდი სხვაობა თორნიკე ოქრიაშვილსა და სხვა ფეხბურთელებს შორის არის ის, რომ ოქრის გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. როცა ის მოედანზეა, შეგიძლია ელოდო რამე განსაკუთრებულს.

მისი გამარჯვებულის მენტალიტეტი გვჭირდება, როგორც გუნდის ხელმძღვანელობას, ასევე მწვრთნელს", - განაცხადა დე კონდემ.

30 ივნისს "გენკმა" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდთან ერთად ჩვეულებრივად ვარჯიშობენ თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ციხეში არა, კამერაში, ან უბრალოდ განყოფილებაში :)))
Zura1504
23:24 01-07-2015
0
... ციხეში არ მჯდარა რეებს იგონებ?!
Babuli
17:58 01-07-2015
0

სიახლეები პოპულარული