business-gazeta.ru: პირველად მოხდა, რომ კობახიძემ კვირკველიაზე უკეთ ითამაშა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინმა" რუსული პრემიერლიგისთვის მზადება ავსტრიულ შეკრებაზე ბუქარესტის "სტიაუასთან" ამხანაგური მატჩით დაიწყო. რუმინელებმა 2:1 იმარჯვეს.

"რუბინის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ, ხოლო მამუკა კობახიძე ნაბიბულინის ნაცვლად 33-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე.

რუმინელებმა 62-ე წუთზე კვირკველიას შეცდომის გამო გაათანაბრეს, ქართველის პასი ჩაჭრეს და მეკარესთან პირისპირ გასულმა ტუდორიემ გაიტანა.

business-gazeta.ru-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა ამ მატჩს. განხილულია ქართველ მცველთა თამაშიც.

მამუკა კობახიძე შექებულია: "ზედიზედ მეორე შეკრებაა, კობახიძე კარგ თამაშს გვიჩვენებს. ავსტრიაში ქართველი კიდევ უფრო გამოცდილი და საიმედო ჩანს, ვიდრე აქამდე იყო. მამუკა კარგად შევიდა
თამაშში, მან ნაბიბულინი შეცვალა, რომელმაც ნახევარ საათში ხეირიანი ვერაფერი გააკეთა. კობახიძის გამოსვლით, "რუბინის" დაცვის მარცხენა ფლანგი საიმედოდ გამოიყურებოდა. მას ერთი უხეში შეცდომაც არ დაუშვია. ეს პირველად მოხდა, რომ კობახიძემ ახლო მეგობარსა და თანამემამულე საბა კვირკველიაზე უკეთ ითამაშა", - წერს გაზეთი.

"რუბინის" დაცვის შემყურე ვასკვნით, რომ საჭიროა მაღალი კლასის მცველი. კვირკველიამ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ამაში ნაწილობრივ სესარ ნავასის დამსახურებაც იყო. ქართველმა პირველი გოლი საკუთარ კართან ლამის ერთპიროვნულად შექმნა. ის იყო რუმინელი ფეხბურთელის "ასისტენტი", მეორე გოლის წინ კი გაუმართლებლად შევიდა ორთაბრძოლაში და ზონა მიატოვა. იმედია, ახალწვეული მაურისიო ლემოსი გახდება ის ფეხბურთელი, რომელიც კვირკველიას შეცდომებზე დააზღვევს, როგორც ამას ნავასი აკეთებდა", - წერს გამოცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული