გიორგი არაბიძემ დონეცკის "შახტართან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი გიორგი არაბიძე თბილისის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში რუსთავის "მეტალურგთან" პლეი ოფის მატჩს ჩაატარებს და ახალი სეზონიდან დონეცკის "შახტარში" ითამაშებს.

ეს ამბავი 18 წლის შემტევმა ნახევარმცველმა "ლელოს" თავად უთხრა.

"დიახ, უკრაინელებთან უკვე ყველაფერი შეთანხმებული და გადაწყვეტილია. "შახტართან" 3,5-წლიანი კონტრაქტი უკვე გავაფორმე და გუნდს 20 ან 25 ივნისს შეკრებაზე გავყვები. ჯერ ერთი წელი "შახტარის" დუბლებში ვითამაშებ, იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაში კი 19-წლამდელებს დავემატები", - გვითხრა არაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ არაბიძე "შახტარში" დეკემბერშიც გასინჯეს, მაგრამ მაშინ ისევ "ლოკომოტივში" დაბრუნდა. როგორც ჩანს, საკითხი ჯერ
კიდევ მაშინ გადაწყდა.

შეგახსენებთ, რომ დონეცკელთა 19-წლამდელებში ბექა ვაჩიბერაძე და ილია იჩუაიძე თამაშობენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისეტი პატრონი და ისეტი სტადიონები ნეტა აკ იკოს რომ არ იციტ რაებს ცერტ კიევსჰი ვარჯისჰობენ უმაგლესი დონის სტადიონზე და ცხოვრობენ საოცარ ცაცტუმროსჰი ფინანსური პრობლემები საერტოდ არ გააცჰნიატ აბა გადახედეტ სხვა გუნდებს.....
koka
13:27 26-05-2015
0
წარმატებები გიორგის, მაგრამ ეჭვი მაქვს მისი აგენტი მაინცდამაინც კარიერულ წინსვლაზე ფიქრობდეს.... დანგრეული სტადიონი, ლტოლვილი გუნდი, მფლობელი უკრაინის მთავრობის ოპონენტი,რავიცი რავიცი.... მაგრამ იმედია დიდი წარმატებებს მიაღწევს!
nodari
16:39 25-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული