თემურ ქეცბაია: პაოკ-ზე უარის თქმა ძნელია

AutoSharing Option
inpaok.com-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ნაკრების ექსთავკაც თემურ ქეცბაიასთან.

ჩვენთვის საინტერესო ამ ინტერვიუში მედიაში გავრცელებული ხმებია, თითქოს, ქართველი მწვრთნელი სალონიკის პაოკ-ის ინტერესთა სფეროში მოხვდა.

პაოკ-ი ამჟამად მე-3 ადგილზეა ბერძნულ სუპერლიგაში 54 ქულით და მას გეორგიოს გეორგიადისი წვრთნის.

"ოფიციალურად არაფერია, არ ყოფილა არანაირი მოლაპარაკება. არაოფიციალურად 15-20 წინადადება მაქვს მიღებული, ოფიციალურად - 4-5.

იყო წინადადებები, რომლებსაც დავეთანხმე, მაგრამ საბოლოოდ არ გამოვიდა. როცა ისეთ კლუბზე ვლაპარაკობთ, როგორიც პაოკ-ია, მხოლოდ ერთეულები თუ იტყოდნენ უარს წინადადების მიღების შემთხვევაში", - განაცხადა ქეცბაიამ.  
მკითხველის კომენტარები / 10 /
ქეცბაია წარსულია და მორჩა ეხლა მომავალზე უნდა ვიფიქროდ.ფეხბურთში შექმნილი ვითარება არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალი მაგრამ ხო უნდა იცოდე სად მოდიხარ და თუარიციგაიგე მაინც.
qutaiseli
22:22 27-03-2015
0
ქეცბაიას ანგარიშზეა ზედიზედ ათი წაუგებელი თამაში, მოგება სლოვენისათან, ხორვატიასთან, ფრე საბერძნეთთან და საფრანგეთთა, კამერუნთან,მექსიკასთან. ყველაფერი მისი ბრალი ნამდვილედ არ არის.
გიო
20:35 27-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული