გურამ კაშიას პრესტიჟის გოლი "ჰერენვეენის" კარში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ სტუმრად "ჰერენვეენთან" ჰოლანდიის ერედივიზიის მე-19 ტურის მატჩში გოლის გატანა შეძლო.

სამწუხაროდ, ქართველების გუნდმა მატჩი ანგარიშით 4:1 წააგო. არნემელთა მხრიდან კი პრესტიჟის გოლი სწორედ გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ გაიტანა.

ვაკო ყაზაიშვილმა და გურამ კაშიამ მატჩი სასტარო შემადგენლობაში დაიწყეს და ბოლომდე ჩაამთავრეს.

შეგახსენებთ, რომ ”ვიტესს” 19 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული