ჯაბა კანკავა: კახა ცხადაძეს ყველა გვერდით უნდა დავუდგეთ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" ერთად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ემზადება.

ეროვნული გუნდის ყოჩმა სეზონის პირველი ნაწილის მიწურული ტრავმის გამო გააცდინა. ის უკვე დაუბრუნდა მინდორს. არადა, უკრაინელი მედიკოსები ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებდნენ და ჩვენებურს გაცილებით ხანგრძლივ უქმობას უწინასწარმეტყველებდნენ...

საშუალება მოგვეცა, კანკავას არაბეთში დავკავშირებოდით და მასთან რამდენიმე საინტერესო საკითხზე გვესაუბრა. სასაუბრო კი მართლაც დაგროვდა. ჯერ ერთი, საქართველოს ნაკრებს ახალი დამრიგებელი ჰყავს და მეორეც - კახა ცხადაძემ განაცხადა, რომ მისი გუნდის კაპიტანი კვლავ კანკავა იქნება.


ვილაპარაკეთ კრიშტიანო რონალდოს მორიგ აღიარებაზეც, ვისაც ხმა (ოღონდ, მეორე ნომრად), როგორც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, კანკავამაც მისცა...

"ამ წუთში მოვრჩი წვრთნას "დნიპროსთან" ერთად. აღარ მაწუხებს ფეხი და სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. მიხარია, რომ ასე სწრაფად წავიდა რეაბილიტაციის პროცესი", - გვითხრა კანკავამ საუბრის დასაწყისში.

საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს და, ცხადია, კანკავას კითხვა ამის თაობაზეც დავუსვით:

"მადლობა მინდა ვუთხრა კახა ცხადაძეს ნდობისთვის. ისევე, როგორც მთელი საქართველო, ახალ მწვრთნელს მეც წარმატებას ვუსურვებ.

მგონი, უმჯობესია, ნაკრების მიზნებზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ყველაფერს დრო უნდა ფეხბურთში. ცხადაძე ახალი მოსულია და მას ყველა გვერდით უნდა დავუდგეთ. მოვა დრო და საქართველოს ნაკრების მიზნებზეც ვილაპარაკებთ".

რა გეგმები აქვს "დნიპროს" არაბულ შეკრებაზე?

"ნაყოფიერი შეკრება გამოდის. ოთხი საკონტროლო თამაშია დაგეგმილი, პირობები კი იდეალურია", - კმაყოფილია "დნიპროს" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ჯაბა კანკავა საემიროებში შეკრებაზე
ეკუთვნოდა თუ არა კრიშტიანო რონალდოს "ოქროს ბურთი? ამ თემაზე ახლა მთელი საფეხბურთო მსოფლიო კამათობს და, ცხადია, საქართველოს ნაკრების კაპიტანსაც თავისი აზრი აქვს. მართალია, მან პირველ ნომრად ანდრეს ინიესტა დაასახელა, მაგრამ მიიჩნევს, რომ რონალდოს "ოქროს ბურთი" ეკუთვნოდა.


"ამ თემაზე შეიძლება ყველას თავისი აზრი ჰქონდეს და ასე ვარ მეც. კრიშტიანომ დამსახურებულად მოიგო "ოქროს ბურთი", - გვეუბნება ნაკრების კაპიტანი, რომელსაც ბოლოს "დნიპროს" სამომავლო მიზნებზე დავეკითხეთ:

"ჩვენი გუნდი ყოველთვის მაქსიმალურ მიზნებს ისახავს და ამჯერადაც ასე იქნება. უკრაინის ჩემპიონატში "დნიპროს" მესამე ადგილი უჭირავს და მიზანი ამ პოზიციის გაუმჯობესებაა.

ევროპალიგაზე ძლიერი მოწინააღმდეგე გვერგო ბერძნული "ოლიმპიაკოსის" სახით. ამ დუელში არაფრის დათმობას არ ვაპირებთ".

28 წლის კანკავა "დნიპროში" 2007 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან უკრაინულ კლუბში 76 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 2010-12 წლებში ის კრივოი როგის "კრივბასში" (ეს გუნდი უკვე აღარ არსებობს) იყო განათხოვრებული.

საქართველოს ნაკრებში კანკავამ 51 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მთEლი ქვეყანა რო დადგომოდა გვერდში ქეცბაიას ესეთი სიტუაცია აღარ იქნებოდა
Saba
16:28 18-01-2015
0
555-შე შედზრომები შენსკენ მოიკითხე,შენ რო კაცი იყო კი არ დაიმალებოდი და მიაყენებდი შეურაცხობას ადამიანს პირში ეტყოდი,გაგისიებდი მაგ ტავყბას რო ვიცოდე ვინახარ......
გიორგი
23:40 17-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული