რას ჰპირდება "ემპოლის" ხელმძღვანელობა ლევან მჭედლიძეს

AutoSharing Option
"ფიორენტინასთან" ფრის შემდეგ "ტუტო მერკატოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში "ემპოლის" სპორტულმა დირექტორმა მარჩელო კარლიმ 2014 წელი შეაჯამა.

ეს წელი მართლაც ფანტასტიკური იყო "ემპოლისთვის", გუნდმა სერია A-ს საგზური მოიპოვა და წელიწადიც გასავარდნ ზონაზე მაღლა დაასრულა. ერთ-ერთ კითხვაში კარლის სავარაუდო ტრანსფერებზე ეკითხებიან, რომლებსაც, როგორც ჩანს, არ უნდა ველოდოთ ზამთარში:

"ჩვენი შენაძენები - პუკიარელი და მჭედლიძე იქნებიან, რომელთაც მომავალში მეტი სივრცე მიეცემათ", - აღნიშნა კარლიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის თასზე "ჯენოასთან" მატჩში ბრწყინვალე გოლის გატანის შემდეგ, ლევან მჭედლიძის აგენტმა დავიდე ტორკიამ განაცხადა, რომ ლევანი "ემპოლიში" მეტ
სათამაშო დროს იმსახურებს.

ასევე იხილეთ:
ლევან მჭედლიძის სუპერგოლი იტალიის თასზე, "იბრას" სტილში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული