Pianetaempoli: ლევან მჭედლიძის გარეშე "ემპოლი" არაფერს წარმოადგენდა

AutoSharing Option
იტალიური "ემპოლის" გულშემატკივრების საიტ pianetaempoli.it-ზე ფეხბურთელთა შეფასებები გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ წელს "ემპოლი" სერია A-დან გავარდა. კლუბის ქართველი შემტევი ლევან მჭედლიძე საიტმა 6,5 ქულად შეაფასა.

"მასთან ერთად "ემპოლი" მოედანზე მებრძოლი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მის გარეშე კი არაფერს წარმოადგენდა. მას ბევრი არ უთამაშია, მაგრამ როცა თამაშობდა, ყოველთვის კარგად. სამწუხაროდ, ტრავმებმა სეზონის ყველაზე ცუდ მომენტში შეაწუხა", - წერს საიტი მჭედლიძეზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული