[ლეგიონი] ჯაბა კანკავამ "რეიმსის" მაისურით, სავარაუდოდ, ბოლო მატჩი ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 მაისს, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ფრანგულ "რეიმსში" სეზონის ბოლო მატჩი ჩაატარა და ადგილობრივ მედიას თუ დავუჯერებთ, ლიგა 2-ის კლუბის მაისურით ეს მისი ბოლო შეხვედრა უნდა იყოს.

საფრანგეთის რანგით მეორე პირველობის ბოლო ტურის შეხვედრაში, უმოტივაციო "რეიმსმა" ელიტის საგზურისთვის მებრძოლ "ამიენს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. "ამიენმა" ამ გამარჯვებით ლიგა 1-ში თამაშის უფლება მოიპოვა, "რეიმსმა" კი ჩემპიონატი 55 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე დაასრულა.

რაც შეეხება კანკავას, ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა, მე-7 წუთზე კი გაფრთხილება მიიღო.

ჯერ-ჯერობით უცნობია, სად
გააგრძელებს საქართველოს ნაკრების 31 წლის კაპიტანი კარიერას. "რეიმსთან" მას ხელშეკრულება კიდევ 2 წლით აკავშირებს, თუმცა გუნდის მთავარ მწვრთნელ მიშელ დერ ზაქარიანთან პრობლემები აქვს და სავარაუდოდ, ამ გუნდს დაემშვიდობება.

- L'Union: ეს "რეიმსში" ჯაბა კანკავას ბოლო მატჩი იქნება

შეგახსენებთ, რომ კანკავა ფრანგულ კლუბში უკრაინული "დნიპროდან" 2015 წელს გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაებს ბოდიალობთ, ვიდეოს მაინცარ უყურეთ, რეიმსი აგებდა გაათანაბრა და ისევ გაუშვა.
fani
12:20 20-05-2017
0
რა აქვს ლიგა 2-ს ჯაბას დასაწუნი? არაფერი. მასე ბევრი ქართველი გავარდნილა ქვედა ლიგებში მაგალითად იაშვილი , კობი, მაგრამ არ იუკადრისებიათ და უთამაშნიათ ბოლომდე. ასეა ხან ზევით იქნები ხან ქვევით თუ ხარ პროფესიონალი.
olegi
12:05 20-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული