ტარაგონას "ხიმნასტიკს" გიორგი აბურჯანიას დაბრუნება სურს

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სევილია ატლეტიკოს" ნახევარმცველის, გიორგი აბურჯანიას დაბრუნებით ტარაგონას "ხიმნასტიკია" დაინტერესებული.

ამას გარდა, 22 წლის ქართველი ნახევარმცველის დამატებით ესპანეთის სეგუნდადივიზიონის სხვა კლუბებიც ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ აბურჯანია "სევილიაში" გასული წლის ზაფხულში, სწორედ "ხიმნასტიკიდან" გადავიდა. კონტრაქტის თანახმად, თუ აბურჯანიას იჯარით დამატებას ლა ლიგის რომელიმე კლუბი მოინდომებს და ტრანსფერზე ფეხბურთელიც თანახმა იქნება, "სევილიას" უარის თქმის უფლება არ ექნება. სხვა შემთხვევაში კი, კლუბს შეუძლია, უარი განაცხადოს აბურჯანიას გაშვებაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული