საბა კვირკველია: ახლა განსაკუთრებულად ვგრძნობ პასუხისმგებლობას

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში ცსკა-სთან მომავალ მატჩზე და ვედრან ჩორლუკას ტრავმაზე ისაუბრა.

- რუსეთის თასის ფინალამდე კვირაზე ოდნავ მეტი დარჩა...
- ახლა ცსკა-სთან მატჩისთვის აქტიურად ვემზადებით და სხვაზე არაფერზე ვფიქრობთ. მოახლოებული მატჩი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ვარჯიშებს, ისინი უფრო ადვილი გახდა გადატვირთული გრაფიკის გამო. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გრაფიკი რთულია. ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულები, ხოლო მატჩზე კარგი ვარჯიში არ არსებობს.

- როგორ მიიღეს გუნდში ჩორლუკას ტრავმის ამბავი?
- ვედრანის გარეშე რთული იქნება. ის
უბრალოდ ცენტრალური მცველი არ არის, ის კაპიტანია და გუნდისთვის ყოველთვის იბრძვის.

ისღა დაგვრჩენია, ჩორლუკას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ. კარგია, რომ გრძელი სათადარიგო სკამი გვაქვს. ჩორლუკას დაკარგვა დაგვეტყობა, მაგრამ უნდა გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, ახლა განსაკუთრებულად ვგრძნობ პასუხისმგებლობას.

- ცსკა მეორე ადგილზეა, მალე თასის ფინალია. არმიელებს (ცსკა) მოტივაცია უფრო მეტი ექნებათ?
- მოტივაცია კარგი გვაქვს. მეოთხე ადგილთან სხვაობა დიდი არაა. ქულების მაქსიმუმი უნდა მოვაგროვოთ და ავიწიოთ ცხრილში. სამწუხაროა, რომ "ამკართან" ფრე ვითამაშეთ, თუმცა ეს უფრო გვაძლიერებს.

- ცსკა-ს რომელ ძლიერ მხარეს გამოჰყოფ?
- კარგი დაცვა ჰყავთ, მეკარეც ძლიერი ჰყავთ და საერთოდ, ძლიერი გუნდია. ცსკა მეორეზეა და საჩემპიონო შანსებს ინარჩუნებს. რთული მატჩი გველის. დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია.

"ლოკომოტივი" ცსკა-ს სტუმრად 26 აპრილს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული