რამდენი გამოიმუშავა სინამდვილეში კიევის "დინამომ" კალაძე-დემეტრაძის ტრანსფერებით

AutoSharing Option
უკრაინულმა გამოცემა "უა-ფუტბოლმა" კიევის "დინამოს" 10 ყველაზე მომგებიანი შენაძენის სია გამოაქვეყნა და მათ შორის ორი ქართველის ტრანსფერიც მოხვდა.

ბოლო, მე-10 ადგილზე გიორგი დემეტრაძის გარიგება დაასახელეს და ჩვენთვის უცნობი ფაქტი მოიხმეს: საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი კიევის "დინამომ" ვლადიკავკაზის "ალანიიდან", თურმე, 3.2 მილიონ ევროდ შეისყიდა, ხოლო "სოსიედადში" 5.4 მილონ ევროდ გაყიდა.

საბოლოოდ, კიეველებმა ქართველი ფორვარდის გაყიდვით 2.2 მილიონი ევრო იხეირეს. არადა, აქამდე ცნობილი იყო, რომ დემეტრაძის სატრანსფერო უფლება ბასკებმა 4.5 მილიონ ევროდ გამოისყიდეს.

უკრაინელებმა მე-2 ადგილზე დაასახელეს კახა კალაძე, რომელიც კიევურმა კლუბმა თბილისის
"დინამოსგან" 280 ათას ევროდ გამოისყიდა, ხოლო "მილანში" 16 მილიონ ევროდ გაასხვისა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ეს თანხა 15 მილიონ დოლარს შეადგენდა და აქაც სიახლე აღმოჩნდა. ჯამში, კიეველებმა ქართველის სატრანსფერო კომბინაციით 15.72 მილიონი ევრო მოიგეს - ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავი ციფრია!

ყველაზე მომგებიანი კი სერგეი რებროვის შეძენა აღმოჩნდა, რომელიც, სულ რაღაც, 150 ათას ევროდ გადაიბირეს, "ტოტენჰემში" კი 18 მილიონ ევროდ გაყიდეს, ანუ მოიგეს 17.85 მილიონი ევრო.

დაბოლოს: გაგაცნობთ ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ძვირად ღირებულ ტრანსფერებს.

ფეხბურთელი (საიდან სად) თანხა
კალაძე (დინამო კ-მილანი) 19.20
ქინქლაძე (სიტი-აიაქსი) 8.00
გიორგი დემეტრაძე (დინ კ-სოსიედ) 6.48
შ. არველაძე (აიაქსი-რეინჯერსი) 4.50
ამისულაშვილი (ქაისერი-კრასნოდ) 3.85
ქინქლაძე (დინ თბ-სიტი) 3.20
მარცვალაძე (ვოლგა-კრასნოდარი) 2.80
ლობჟანიძე (ზესტაფ-დნიპრო) 2.60
გრიგალავა (კრილია-ანჟი) 2.60
დემეტრაძე (მეტალურგი დ-ალანია) 2.50
გახოკიძე (ალანია-პსვ) 2.00
ოქრიაშვილი (შახტარი-გენკი) 2.00
შ. არველაძე (ტრაბზონი-აიაქსი) 1.80
აბურჯანია (ჟიმნასტიკი-სევილია) 1.70
ქეცბაია (ნიუკასლი-ვულვზი) 1.65
ბ. გოცირიძე (ზესტაფონი-დნიპრო) 1.20
თარგამაძე (ოლექსანდრ-შახტარი) 1.20
აშვეთია (ტორპედო-კოპენჰაგენი) 1.00
ასათიანი (ტორპედო-ლოკომოტივი) 1.00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
Yenia shalke04 ma 3 milionad ikida lokodan
acho
13:06 23-09-2017
0
kankavashi 1.5 mln evro gadaixada reimsma. lokom 2.5 mln evro kvirkveliashi
shako
17:13 14-08-2017
0

სიახლეები პოპულარული