ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" ძირითად გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელიც გუნდთან ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფება, მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

24 წლის ფეხბურთელს რამდენიმე დღის წინ ბარძაყის კუნთის გადატვირთვა და მცირე დაჭიმულობა დაუდგინეს. ამის გამო ჯანომ ვერც ბოლო საკონტროლო მატჩში შეძლო თამაში და დღეს მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშიც გამოტოვა.

28 თებერვალს "სპარტაკი" ესპანურ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩს ჩაატარებს და "მოსკოვში" დაბრუნდება. სავარაუდოდ, ანანიძე რუსეთის ჩემპიონატის განახლებას მზადყოფნაში შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული