[ლეგიონი] გიორგი მაკარიძემ "მორეირენშე" სტუმრად "გიმარაეშთან" მარცხისგან ვერ იხსნა

AutoSharing Option
24 თებერვალს, პორტუგალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძემ. მისი გუნდი "მორეირენშე" XXIII ტურის შეხვედრაში სტუმრად "ვიტორია გიმარაეშს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

სტუმართა კარში ქართველი გოლკიპერი იდგა, თუმცა თავისი გუნდი 34-ე წუთზე გაშვებული გოლისგან ვერ იხსნა.

"მორეირენშეს" 19 ქულა აქვს და პორტუგალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონასთან ახლოს, მე-16 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული