ჯანო ანანიძე: წინ 13 ფინალია, ჩვენ წინააღმდეგ კი ყველა 200-300%-ით იხარჯება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ championat.com-თან სეზონის განახლების მოლოდინსა და საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის თქმით, ჯერ ყველაფერი წინაა და გუნდს დარჩენილ მატჩებში დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგის საგაზაფხულო ეტაპს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ხვდება.

"წინ 13 მატჩია - 13 ფინალი. არსად გველის იოლი გასეირნება. "სპარტაკი" სახელია და ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა 200-300 პროცენტით იხარჯება.

ვარჯიშებზე მუხლჩაუხრელად ვშრომობთ, სატურნირო ცხრილს კი
არ ვუყურებთ. თუკი მოვიგებთ მომავალ 13 თამაშს, ჩემპიონები გავხდებით. მაგრამ ღმერთმა არ ქნას და, სამ თამაშს თუ წარუმატებლად ჩავატარებთ, აღარავის ემახსოვრება, მანამდე რასაც მივაღწიეთ.

თამაშები, გოლები, პასები - ეს ყველაფერი კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა ფეხბურთელი მოედანზე მაინც გამარჯვებისთვის, ტიტულებისთვის გადის. თუკი კარიერის დასრულების შემდეგ პასუხი არ გაქვს კითხვაზე: "რა მოიგე?", გამოდის, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ვერაფერს გახდი. ან იქნებ, უბრალოდ, არ გაგიმართლა", - უთხრა ჯანომ გამოცემას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული