[ლეგიონი] ნიკა ძალამიძე თავის ყოფილ გუნდ "იაგელონიასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
17 თებერვალს პოლონეთის ექსტრაკლასაში მორიგი მატჩი ჩაატარა ნიკა ძალამიძის გუნდმა ლენჩნას "გურნიკმა". XXII ტურის შეხვედრაში ძალამიძის გუნდი სტუმრად "იაგელონიას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:5 დამარცხდა.

ქართველმა შემტევმა თავისი ყოფილი გუნდის - "იაგელონიის" წინააღმდეგ თამაში "გურნიკის" სასტარტოში დაიწყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ პირველი ტაიმი დაჰყო, შესვენების შემდეგ კი შეცვალეს. ცნობისთვის, მასპინძლებმა ხუთიდან სამი გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს.

ლენჩნას "გურნიკს" 18 ქულა აქვს და ჩემპიონატის სატურნირო ცხრილიში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული