სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
აგენტი: დიდი ალბათობით, საბა კვირკველია "რუბინში" დარჩება
AutoSharing Option
21:00 16-02-2017
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელი საბა კვირკველია, დიდი ალბათობით, კლუბს არ შეიცვლის. ამის შესახებ championat.com-ს ფეხბურთელის აგენტმა რევაზ ჩელებაძემ განუცხადა.

"წავიკითხე "ტერეკის" ინტერესზე, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რადგან ამ საკითხზე არავისთან მისაუბრია. "ტერეკთან" კონტაქტი არ მქონია, არც კვირკველიასთან განმიხილავს ეს ვარიანტი.

ამასწინათ, საბას ვესაუბრე. მან მითხრა, რომ "რუბინში" უკვე ყველაფერი კარგადაა და მას ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებენ. ის კმაყოფილია დამოკიდებულებით, რომელსაც ბოლო პერიოდში მისდამი იჩენენ. დიდი ალბათობით, საბა "რუბინში" დარჩება.

ცხადია, გაუგებარია, რა ხდებოდა წინა წელს. ვფიქრობ, კვირკველია რუსეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. თუ "რუბინმა" ისევ ასე გააგრძელა, თავის თავსაც ავნებს და კვირკველიასაც", - თქვა ჩელებაძემ.
ლორე
14:03 17-02-2017
საბა კვირკველიას მაღალ დონეზე შეუძლია თამაში.ვისაც ხელეწიფება დახმარება სასწრაფოდ უნდა შეაცვლევინოს გუნდი.
Aba heee
13:37 17-02-2017
Amas ro normaouri agenti yavdes rusetshi ra unda,es agenti rusetis iqet sadme ver waiyvans,ara da didi mcvelidadgeboda sabasgan...