სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
რატომ არ შეიყვანა "კრასნოდარმა" თორნიკე ოქრიაშვილი ევროპალიგის განაცხადში
AutoSharing Option
22:55 15-02-2017
ხვალ, 16 თებერვალს, ევროპალიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" შინ თურქულ "ფენერბახჩეს" მიიღებს.

ოქრიაშვილი "კრასნოდარში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გასული წლის სექტემბერში გადავიდა, როცა სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო, ამიტომ იმ დროისთვის მისი ევროპალიგის განაცხადში შეყვანა ვერ მოხერხდა. მაშინ ითქვა, რომ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, თორნიკეს "კრასნოდარი" პლეი-ოფებისთვის განაცხადში შეიყვანდა, თუმცა... უეფას ოფიციალურ საიტზე "კრასნოდარის" განაცხადში ქართველი ვერ ვიპოვეთ.

აღმოჩნდა, რომ ოქრიაშვილი კვლავ განაცხადს მიღმაა, მიზეზის გასარკვევად კი მის აგენტ, მამე ამიროვს დავუკავშირდით. აგენტის თქმით, მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დარჩა, ისაა, რომ კლუბს სხვა პოზიციებზე პრობლემები ჰქონდა, ოქრიაშვილი კი წელს რუსეთის ჩემპიონატისთვის შემოინახეს.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ "კრასნოდარი" რომც გაცდეს "ფენერბახჩეს" და 1/4-ფინალში გავიდეს, ოქრიაშვილი წელს ევროპალიგაზე ვეღარ ითამაშებს.
hoo
15:21 16-02-2017
რატო და ძველბიჭობას და ქეშაობას თავი უნდ დაანებოს და ფეხბურთი უნდა იტამაშოს...
aburjga
14:39 16-02-2017
123! თქვენი შეკითხვა უსაფუძვლოა!არ იწვევდნენ. ეს ფაქტია. მე თორნიკეს თამაში ნახული მაქვს ნაკრებში. მხოლოდ ამით შემიძლია მასზე ვიმსჯელო. ყველაზე უკეთ=ესი და ყველაზე მონდომებული ფეხბურთელია, არასდროს თავი არ დაუზოგავს, საკვანძო გოლებიც მას გაჰქონდა! გენკში რა იყო და თურქულ ჭ კლასის გუნდში არ ვიცი. აიყვანა კრასნოდარმა, სხვამ არ გამოიჩინა ინტერესი. ეს არის სულ.