[ლეგიონი] ჯაბა კანკავა "აიაჩოსთან" მატჩში მოედნიდან გააძევეს

AutoSharing Option
7 თებერვალს საფრანგეთის რანგით მეორე ჩემპიონატში - ლიგა 2-ში მორიგი მატჩი ჩაატარა ჯაბა კანკავამ, რომლის გუნდმა "რეიმსმა" 24-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად "აიაჩოსთან" ფრედ, 1:1 ითამაშა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში იყო, 82-ე წუთზე კი ის მეორე გაფრთხილების გამო მსაჯმა მოედნიდან გააძევა. აღსანიშნავია, რომ კაცნაკლულმა "რეიმსმა" გოლი სწორედ ამის შემდეგ გაუშვა.

საინტერესოა, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 11 მატჩში, ხისტად მოთამაშე ჯაბას ანგარიშზე უკვე 5 გაფრთხილებაა.

"რეიმსს" 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს "ტრუასთან" იყოფს, ლიდერ "ბრესტს" კი 6 ქულით
ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
UDIDES PATIVS VCEM JABAS ROGORC SPORTSMENS,RADGAN ZALIAN MSHROMELI ADAMIANIA.MAHRAM MAGIS YOLA GUNDSHI ZALIAN SAXIPATOA,90%I ATI KACIT TOVEBS GUNDS.WARMATEBEBI
ubralod
13:21 08-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული