ჯაბა კანკავა "აიაჩოსთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება

AutoSharing Option
დღეს, ფრანგული ლიგა 2-ის 24-ე ტურში ჯაბა კანკავას "რეიმსი" კუნძულ კორსიკაზე "აიაჩოს" ესტუმრება. lunion.fr-ის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი "რეიმსის" სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ "რეიმსი" 38 ქულით მეორე ადგილზეა, ეს ადგილი კი ელიტაში დაბრუნების საშუალებას იძლევა. ჯაბამ ამ სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული