Przegladsportowy.pl: ლაშა დვალს "შლიონსკის" დატოვება სურს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "შლიონსკის" მცველმა ლაშა დვალმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს.

როგორც პოლონური przegladsportowy.pl-ი წერს, ქართველი მცველი პოლონურ კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და წასვლაც გადაწყვიტა, მაგრამ დიდი ალბათობით, კლუბს მისი გაშვება არ ენდომება.

21 წლის მცველი "შლიონსკში" 2016 წლის ივნისში გერმანული "დუისბურგიდან" გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მგონი ლაშასაც აერია კარიერა,არადა კარგი ფეხბურთელია.
სოსო
22:00 07-02-2017
0

სიახლეები პოპულარული