მე შენ მიყვარხარ - "ვიტესის" პატარა გულშემატკივარმა კაშიას მაისური უსახსოვრა [PHOTO]

AutoSharing Option
"ვიტესის" პატარა გულშემატკივარმა, კირა ტენ დოლემ საყვარელი გუნდის ქართველ კაპიტან გურამ კაშიას მაისური უსახსოვრა, რომელზეც შემდეგი წარწერაა: "კაშია, მე შენ მიყვარხარ. თუ ეს მაისური მოგწონს, მაშინ შენ ეს ჩემგან".

Sportall.Ge

29 იანვარს, "ვიტესი" ჰოლანდიის ერედივიზიეს მორიგ ტურში "ალკმაარს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 მოუგო. კაშიამ მატჩის 64-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მატჩის შემდეგ კაპიტანი გულშემატკივრებთან მადლობის გადასახდელად სწორედ ამ მაისურით მივიდა.

Sportall.Ge

მოგვიანებით კაშიამ სოციალურ ქსელში მაისურის ავტორს მადლობა გადაუხადა: "კირა ტენ დოლე, მადლობა შენ გულშემატკივრობისა და ამ მაისურისთვის".

"ვიტესს" 30 ქულა
დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული