SBM League 2016/17: სეზონის რეკორდები და გამოკვეთილი ფავორიტები

AutoSharing Option
13 ნოემბერს ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წწ. სეზონის რიგით მეოთხე სათამაშო დღეს უმასპინძლა. მეორე ტურის შეხვედრები კორპორატიული ლიგის გუნდებმა გამართეს.

ტური ვერცხლის ლიგის გუნდების დაპირისპირებით დაიწყო. "საქრუსენერგომ" მიმდინარე გათამაშების ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში, სეზონის სარეკორდო სხვაობით, 14-3 დაამარცხა "დომინო’ს პიცა".

კიდევ ერთი სარეკორდო მაჩვენებელი ერთ მატჩში გატანილ ბურთების რაოდენობას უკავშირდება - "ენერგეტიკოსების" შემტევმა დიტო ანდღულაძემ ამ შეხვედრაში 6-ჯერ (!!!) შეძლო მეტოქის კარის აღება.

"ავერსისა" და "მინას" საინტერესო დაპირისპირება "ფარმაცევტების" გამარჯვებით, 4-1 დასრულდა. ასეთივე ანგარიშით შეძლო "ბაქსვუდმა" "ელიტა ბურჯის"
დამარცხება. მინიმალური სხვაობით, 2-1 იმარჯვა "თეთრი ქუდის" გუნდმა, რომელსაც მეტოქედ "აჭარა ჯგუფის" გუნდი ჰყავდა.

"საბანკო დერბიში" "საქართველოს ბანკმა" "ბანკ რესპუბლიკას" სამი უპასუხო გოლი გაუტანა - 3-0. მოულოდნელად დამარცხდა "ლიბერთი ბანკი", რომელმაც შემოსავლების სამსახურის გუნდის წინააღმდეგობა ვერ დაძლია - 1-3.

გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა "ევროპაბეთმა" ტურის დასკვნით შეხვედრაში "კუბიკი" დიდი ანგარიშით, 7-0 დაამარცხა.

13.11.2016. ვერცხლის ლიგა. II ტური
საქრუსენერგო - დომინო’ს პიცა 14-3
ავერსი - მინა 4-1
ელიტა ბურჯი - ბაქსვუდი 1-4
აჭარა ჯგუფი - თეთრი ქუდი 1-2
ბანკი რესუბლიკა - საქართველოს ბანკი 0-3
RS - ლიბერთი ბანკი 3-1
კუბიკი - ევროპაბეთი 0-7

სათამაშო დღე ოქროს ლიგის ტურის ცენტრალური დაპირისპირებით განახლდა. "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერისა" და საპატრულო პოლიციის გუნდების შეხვედრამ გულშემატკივართა ინტერესი სრულად გაამართლა. 40-წუთიანი დაძაბული და საინტერესო დუელი მოქმედი ჩემპიონის, "პატრულის" გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

ასეთივე ანგარიშით მოიპოვა თავისი სადებიუტო გამარჯვება "ვითიბი ბანკმა", რომელმაც თავდაცვის სამინისტროს გუნდ "სარანგს" აჯობა.

დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა თბილისის მერიისა და "საქართველოს ფოსტის" გუნდების დაპირისპირებაც. "თრილერში" "ფოსტალიონებმა" იმარჯვეს - 5-4.

დღის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა გათამაშების ორ ლიდერს, "ნატახტარსა" და "სფფ 2"-ს შორის გაიმართა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე დაპირისპირება ფრედ, 4-4 დასრულდა. ტური Menu.ge-სა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდების შეხვედრით დასრულდა, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელს ხვდა წილად - 5-1.

13.11.2016. ოქროს ლიგა. II ტური
GWP - პატრული 1-2
სარანგი - ვითიბი ბანკი 1-2
თბილისის მერია - საქართველოს ფოსტა 4-5
ნატახტარი - სფფ-2 4-4
Menu.ge - TTC 1-5


ლიგის მომდევნო ტური ორ დღეზე გადანაწილდება - 19 ნოემბერს ზესტაფონის სპორტის სასახლე სუპერლიგა B-ს მესამე ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს, ხოლო 20 ნოემბერს დედაქალაქში სუპერლიგა A-ს და ვერცხლის ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები - sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული