SBM LEAGUE 2015/16: ვინ ითამაშებს სუპერლიგის თასის ფინალში?!

AutoSharing Option
6 და 8 მაისს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეებს უმასპინძლებს, რომელიც ტრადიციულად, მრავალფეროვანი და საინტერესო დაპირისპირებებით იქნება გამორჩეული.

6 მაისის საღამო ბრინჯაოს ლიგის და სუპერლიგა C-ს გუნდებს დაეთმობათ.

ბრინჯაოს ლიგაში IV ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა უნდა გაიმართოს. "აჭარა ჯგუფი" "ავერსს" დაუპირისპირდება, ხოლო "ბიპი ჯორჯია" "ლიბერთი ბანკთან" გაარკვევს ურთიერთობას.

06.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. IV ტური
20:00 აჭარა ჯგუფი - ავერსი
22:00 BP GEORGIA - ლიბერთი ბანკი

რაც შეეხება სუპერლიგა C-ს, აქ VI ტურის და მთლიანად გათამაშების ცენტრალური შეხვედრა
გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს "სისი ლოუნის" და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის, ტელეკომპანია "იმედის" გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

06.05.2016. სუპერლიგა C. VI ტური
21:00 CC LOAN - ტვ იმედი

სათამაშო კვირის მთავარი მოვლენები კი უკვე 8 მაისს განვითარდება.

ხანგრძლივი სათამაშო დღე ბავშვთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრით დაიწყება - "საქართველოს უნივერსიტეტი" "51 სკოლას" ეთამაშება. ამავე ტურის მეორე შეხვედრაში კი ქუთაისის "მართვე" "ბაქსვუდის" სკოლის გუნდს დაუპირისპირდება.

08.05.2016. ბავშვთა ლიგა. III ტური
10:00 UG - 51 სკოლა
14:00 მართვე (ქუთ) - ბაქსვუდი

კორპორატიულ ლიგებში 1/4-ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრები უნდა გაიმართოს და შესაძლოა, პირველი ნახევარფინალისტების ვინაობაც გახდეს ცნობილი.

ვერცხლის ლიგაში, სადაც პირველ 1/4-ფინალურ დაპირისპირებებში ყველა გამარჯვებული 7-მეტრიანების სერიაში გამოვლინდა, მეორე შეხვედრები კიდევ უფრო საინტერესოდ უნდა წარიმართოს.

სერიაში დაწინაურებული, რეგულარული სეზონის გამარჯვებული "ალიანს საქართველო" "საქრუსენერგოსთან" მეორე შეხვედრის მოგებასაც შეეცდება.

პირველ დაპირისპირებაში სენსაციურად დამარცხებული ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი "ბანკ რესპუბლიკას" დაუპირისპირდება და დიდია იმის ალბათობა, ამ წყვილში გამარჯვებულის გამოსავლენად მესამე შეხვედრის დანიშვნა გახდეს საჭირო. საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი "ვითიბი ბანკსა" და "ბაქსვუდს" შორის.

სერიაში "ბანკირები" ლიდერობენ, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმაოდ დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ. ძნელია ფავორიტის დასახელება "თეთრი ქუდისა" და "თბილისის მერიის" წყვილშიც. მიუხედავად იმისა, რომ "სოკოებმა" სერიის პირველ შეხვედრაში წარმატებას მიაღწიეს, "დედაქალაქელები" იოლად არაფერს დათმობენ.

08.05.2016. ვერცხლის ლიგა. 1/4-ფინალი (II)
11:00 ალიანს საქართველო - საქრუსენერგო
12:00 ტატიშვილი - ბანკი რესპუბლიკა
13:00 ვითიბი ბანკი - ბაქსვუდი
15:00 თეთრი ქუდი - თბილისის მერია

პლეი ოფის მეორე შეხვედრები გაიმართება ოქროს ლიგაშიც.

"ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" გუნდი, რომელმაც "საქართველოს ბანკი" პირველ შეხვედრაში მინიმალური სხვაობით დაამარცხა, სერიაში გამარჯვებას მეორე დაპირისპირებაშივე ეცდება, თუმცა წინა შეხვედრის დაძაბულობიდან გამომდინარე, წინასწარი პროგნოზის გაკეთება მაინც რთულია.

პლეი ოფების ცენტრალური დაპირისპირება კი უდავოდ თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და საქართველოს ფოსტის გუნდებს შორის გაიმართება. პირველ შეხვედრაში დრამატული სცენარით განვითარებული დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ 7-მეტრიანების სერიაში "ფოსტალიონების" გამარჯვებით დასრულდა, მეორე მატჩსაც განსაკუთრებულ ინტრიგას სძენს და არაა გამორიცხული, გუნდებს დამატებითი მესამე შეხვედრის გამართვაც მოუწიოთ.

დიდი ალბათობით, მეორე შეხვედრა გადაწყვეტს ნახევარფინალისტის ბედს, "პატრულისა" და "კრედოს" დაპირისპირებაში. პირველ შეხვედრაში "ძალოვნებმა" იოლად მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

მიუხედავად პირველ შეხვედრაში საკმაოდ მძიმედ მოპოვებული გამარჯვებისა, ფავორიტის სტატუსის დამტკიცებას მეორე დაპირისპირებაშივე ეცდება "ნატახტარი", რომლის მეტოქეც "ვესტ ინვესტის" გუნდია. პირველ შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა 4-3 დაამარცხა მეტოქე.

08.05.2016. ოქროს ლიგა. 1/4-ფინალი (II)
17:00 GWP - საქართველოს ბანკი
18:00 TTC - საქართველოს ფოსტა
20:00 პატრული - კრედო
21:00 ნატახტარი - ვესტ ინვესტი

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში გამარჯვებული ორი მოგების შედეგად უნდა გამოვლინდეს და თუ რომელიმე წყვილში სერიაში ანგარიში გათანაბრდება, დაინიშნება მესამე გადამწყვეტი შეხვედრა.

კვირას, ახალ სპორტის სასახლეში მოსულ გულშემატკივარს, "საპლეიოფო გარჩევების" გარდა, არანაკლებ საინტერესო ორი დაპირისპირება ელის. სუპერლიგის თასზე ფინალისტები უნდა გამოვლინდნენ. პირველ ნახევარფინალში თასის გათამაშების მთავარი სენსაცია, "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა" შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს დაუპირისპირდება.

მეორე ფინალისტის ვინაობა კი მიმდინარე სეზონის უდავოდ ორი საუკეთესო გუნდის დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს - მფკ "ტატიშვილი" სკ პსპ-ს წინააღმდეგ. ეს გუნდები ამ სეზონში მეორედ ხვდებიან ერთმანეთს - სუპერლიგის რეგულარულ სეზონში მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

08.05.2016. სუპერლიგის თასი. 1/2-ფინალი
16:00 GM ჭიათურა - შსს
19:00 მფკ ტატიშვილი - FC PSP

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული