SBM LEAGUE 2015/16: 1/2-ფინალების დაძაბული სტარტი

AutoSharing Option
27 და 29 მაისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად, ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

პარასკევს ბრინჯაოს ლიგის ბოლოსწინა, მეექვსე ტურის დარჩენილი ორი დაპირისპირება გაიმართა. "თიბისი ბანკმა" დაძაბულ ბრძოლაში 8-5 დაამარცხა "ავერსი", ხოლო "ლიბერთი ბანკმა" შემოსავლების სამსახურის გუნდს სძლია - 5-3.

27.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. VI ტური
თიბისი ბანკი - ავერსი 8-5
შემოსავლების სამსახური - ლიბერთი ბანკი 3-5

გასულ სათამაშო კვირას ოთხივე ლიგაში სტარტი აიღო ნახევარფინალურმა ეტაპმა.

პირველი საპლეიოფო დაპირისპირება ოქროს ლიგაში გაიმართა. პარასკევს "ნატახტარი" "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერს" დაუპირისპირდა.
საინტერესოდ მიმდინარე შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 3-3 დასრულდა და გამარჯვებულის ბედი 7-მეტრიანების სერიაში გადაწყდა, სადაც უფრო იღბლიანები "ნატახტარის" ფეხბურთელები აღმოჩნდნენ და სერიაშიც სწორედ ისინი დაწინაურდნენ.

საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა ოქროს ლიგის პლეი ოფის მეორე შეხვედრაც, სადაც საპატრულო პოლიციის გუნდმა კორპორატიული ლიგის თასის წლევანდელ გამარჯვებულს, "საქართველოს ფოსტას" სძლია - 2-1.

27.05.2016. ოქროს ლიგა. 1/2-ფინალი (I)
ნატახტარი - GWP 3-3 პენ. 3-1

29.05.2016. ოქროს ლიგა. 1/2-ფინალი (I)
პატრული - საქართველოს ფოსტა 2-1

ვერცხლის ლიგაში "თბილისის მერიამ" 7-3 სძლია "საქრუსენერგოს", ხოლო "ბანკი რესპუბლიკის" გუნდმა, "საბანკო დერბიში", ფავორიტად შერაცხული "ვითიბი ბანკი" დაამარცხა - 2-0.

29.05.2016. ვერცხლის ლიგა. 1/2-ფინალი (I)
საქრუსენერგო - თბილისის მერია 3-7
ვითიბი ბანკი - ბანკი რესპუბლიკა 0-2

კვირასვე გაიმართა სუპერლიგის ნახევარფინალური შეხვედრებიც.

სუპერლიგა B-ს პლეი ოფის პირველ ეტაპზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა "ევროკრედიტმა", რომელმაც რეგულარული სეზონის გამარჯვებული, დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდი დაამარცხა - 4-1. "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურამ" კი უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში კასპის "გენერალთან" შეძლო მინიმალური სხვაობით გამარჯვების მოპოვება - 3-2.

29.05.2016. სუპერლიგა B. 1/2-ფინალი (I)
GM-ჭიათურა - გენერალი (კასპი) 3-2
CFCP - ევროკრედიტი 1-4


სათამაშო დღის კულმინაცია კი სუპერლიგა A-ს შეხვედრები გამოდგა. პირველ დაპირისპირებაში დამარცხდა მოქმედი ჩემპიონი პსპ, რომელმაც შსს-სთან დათმო უმძიმეს ბრძოლაში - 3-2. მიმდინარე გათამაშებაში პირველი მარცხი იწვნია მფკ "ტატიშვილმა". "მედიკოსები" მფკ "ნატახტართან" დამარცხდნენ - 0-1.

29.05.2016. სუპერლიგა A. 1/2-ფინალი (I)
სკ პსპ - შსს 2-3
მფკ ტატიშვილი - მფკ ნატახტარი 0-1


ფინალში გასული გუნდების ვინაობა ორი მოგების შედეგად უნდა გაირკვეს. მეორე შეხვედრებს გუნდები 12 ივნისს გამართავენ. მანამდე კი, 5 ივნისს, სუპერლიგის თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს შსს და "ტატიშვილი" დაუპირისპირდებიან.

29.05.2016. ბავშვთა ლიგა. VI ტური
51-ესკოლა - UG 1-4
ბაქსვუდი - მართვე (ქუთ) 0-5

სათამაშო დღე ბრინჯაოს ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრით დასრულდა. "ევროპაბეთმა" "ბიპი ჯორჯია" დაამარცხა - 4-2 და შვიდიდან შვიდი მოგებით ბრინჯაოს ლიგის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.

29.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. VII ტური
ევროპაბეთი - BP Georgia 4-2

ერთი შეხვედრა დღეს გაიმართება. სუპერლიგა C-ს მეშვიდე ტურის დაპირისპირებას "ჯვაროსნები" და "ჯი პი აი ჰოლდინგი" გამართავენ.

30.05.2016. სუპერლიგა C. VII ტური
21:00 სკ ჯვაროსნები - ჯი პი აი ჰოლდინგი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი - ესპანური ლუდი Estrella.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა" .

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები: sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული