SBM LEAGUE 2015/16: ფინალში გასასვლელად გადამწყვეტი ბრძოლები იწყება

AutoSharing Option
27, 29 და 30 მაისს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს უმასპინძლებს. სათამაშო კვირის მთავარი ინტრიგა ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებია, სადაც გამარჯვებული ორი მოგების შედეგად უნდა გამოვლინდეს.

პლეი ოფი სტარტს პარასკევს აიღებს - ერთმანეთს ოქროს ლიგის მოქმედი ჩემპიონი "ნატახტარი" და "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი" დაუპირისპირდებიან. მატჩი 21:00 სთ-ზე დაიწყება.

27.05.2016. ოქროს ლიგა. 1/2-ფინალი (I)
21:00 ნატახტარი – GWP

პარასკევსვე გაიმართება ბრინჯაოს ლიგის მეექვსე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრაც. "თიბისი ბანკი" "ავერსს" დაუპირისპირდება, ხოლო "შემოსავლების სამსახურის" გუნდი "ლიბერთი ბანკთან" ითამაშებს.

27.05.2016.
ბრინჯაოს ლიგა. VI ტური
20:00 თიბისი ბანკი - ავერსი
22:00 შემოსავლების სამსახური - ლიბერთი ბანკი

მთავარი მოვლენები, ტრადიციულად, კვირის სათამაშო დღეს გაიმართება, რომელსაც ბავშვთა ლიგის წრიული ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები გახსნის. 51-ე სკოლის გუნდი "საქართველოს უნივერსიტეტს" ეთამაშება, ხოლო "ბაქსვუდი" ქუთაისის "მართვეს" დაუპირისპირდება.

29.05.2016. ბავშვთა ლიგა. VI ტური
11:00 51-ე სკოლა - UG
12:00 ბაქსვუდი - მართვე (ქუთ)

ნახევარფინალურ შეხვედრებს გამართავენ ვერცხლის ლიგის გუნდებიც. 13:00 სთ-ზე "საქრუსენერგო" "თბილისის მერიას" ეთამაშება, ხოლო 15:00 სთ-ზე "ვითიბი ბანკისა" და "ბანკ რესპუბლიკის" "საბანკო დერბი" გაიმართება.

29.05.2016. ვერცხლის ლიგა. 1/2-ფინალი (I)

13:00 საქრუსენერგო - თბილისის მერია
15:00 ვითიბი ბანკი - ბანკი რესპუბლიკა

სუპერლიგა B-ს სადებიუტო სეზონის ფინალში გასასვლელად "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა" - კასპის "გენერალი" და "იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი"-"ევროკრედიტი" იბრძოლებენ. მატჩები 14:00 და 16:00 სთ-ზე დაიწყება.

29.05.2016. სუპერლიგა B. 1/2-ფინალი (I)
14:00 GM-ჭიათურა – გენერალი (კასპი)
16:00 CFCP - ევროკრედიტი

კვირას გაიმართება ოქროს ლიგის მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება. "კორპორატიული ლიგის თასის" წლევანდელი გამარჯვებული "საქართველოს ფოსტა" "პატრულს" ეთამაშება.

29.05.2016. ოქროს ლიგა. 1/2-ფინალი (I)
17:00 პატრული - საქართველოს ფოსტა

დღის მთავარი შეხვედრები კი, რასაკვირველია, სუპერლიგა A-ს 1/2-ფინალური დაპირისპირებებია, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ უდავოდ სეზონის ოთხი საუკეთესო გუნდი წარდგება - 18:00 სთ-ზე პსპ შსს-ს ეთამაშება, ხოლო 19:00 სთ-ზე მფკ "ტატიშვილისა" და მფკ "ნატახტარის" ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება.

29.05.2016. სუპერლიგა A. 1/2-ფინალი (I)
18:00 სკ პსპ - შსს
19:00 მფკ ტატიშვილი - მფკ ნატახტარი

სათამაშო დღეს ბრინჯაოს ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრა დაასრულებს - "ევროპაბეთი" "ბიპი ჯორჯიას" დაუპირისპირდება.

29.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. VII ტური
20:00 ევროპაბეთი – BP Georgia

ერთი შეხვედრა გაიმართება ორშაბათს, 30 მაისს. სუპერლიგა C-ს მეშვიდე ტურის დაპირისპირებას "ჯვაროსნები" და "ჯი პი აი ჰოლდინგი" გამართავენ.

30.05.2016. სუპერლიგა C. VII ტური
21:00 სკ ჯვაროსნები - ჯიპიაი ჰოლდინგი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი - ესპანური ლუდი Estrella.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა".

მედიაპარტნიორები: sportall.ge, რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული