საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა შეკრება 21 ფეხბურთელით დაიწყო

AutoSharing Option
სპორტკომპლექს "არენა 1"-ში შეკრება დაიწყო საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, რომელიც 2 და 3 დეკემბერს თურქეთის ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალიკ სარქისიანმა შეკრებაზე 21 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: თორნიკე ბუკია, დავით კეფაშვილი (ორივე - თბილისი);
მოედნის მოთამაშეები: ალექსანდრე ძაბირაძე, გიორგი ტიკურიშვილი, ვახტანგ ჯვარაშვილი, ლევან კობაიძე, ირაკლი თოდუა, გაგა თიბილაშვილი, გიორგი ნიკვაშვილი (ყველა - თბილისი), გოგა ალთუნაშვილი, შოთა ჭანუყვაძე, არჩილ სებისკვერაძე, ზურაბ ლუკავა (ყველა - "ნეფთჩი", ბაქო), კახა მაისაია, დავით ბობოხიძე (ორივე
- "ეკოლი", ბაქო), ნიკა კურტანიძე, ბექა ფხაკაძე (ორივე - თსუ), ვახტანგ კეკელია, გიგა სილაგავა (ორივე - არმაზი), შოთა თოფურია (თელასი), გიორგი აკობია (IBSU).

უეფას თასის შესარჩევი ეტაპის შემდეგ ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობა ლატვიის "ნიკარსის" მოთამაშე გიორგი დიაკვნიშვილით დაინტერესდა. საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ცნობით, ამჟამად კლუბთან მიმდინარეობს მოლაპარაკება იმისთვის, რომ ფეხბურთელი თურქეთთან შეხვედრებისთვის გამოუშვან.

საპატიო მიზეზის გამო საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებიან შოთა ნიშნიანიძე (სურგუტის "ფაკელი") და რონალდ მატეუშ და სილვა (იგივე რონი), რომელიც წლეულს აზერბაიჯანიდან საფრანგეთის ჩემპიონმა, პარიზის "სპორტინგმა" გადაიყვანა.

ეს ორი მოთამაშე ნაკრებს ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის შეუერთდება. ეს ეტაპი 2015 წლის 13-18 იანვარს კაუნასში (ლიტვა) გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული