დელ ბოსკე: საქართველოს ნაკრებმა სივრცეები არ დაგვიტოვა!

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ საქართველოს ნაკრებთან განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ესპანელები თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლის მეშვეობით დაამარცხეს.

- ისტორიული მომენტი: საქართველომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა! [VIDEO]

"პირველ ტაიმში ცუდად გამოვიყურებოდით. ამიტომ მეორე ტაიმში თამაშის გამოსწორება მოედანზე ინიესტას გამოყვანით ვცადე, მაგრამ მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა და სივრცეები არ დაგვიტოვა.

ევროპის ჩემპიონატის წინ გული არ უნდა დავიმწუხროთ. ეს ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევაცაა", - ციტირებს ესპანელს Marca.
მკითხველის კომენტარები / 22 /
მე მგონი კვირკველია უკეთეს გუნდს იმსაქურებს....
Zaza
11:22 09-06-2016
0
რა გინდა დვალიშვილისგან რომელმა ითამაშა მასზე უკეთესად?!ამდენჯერ ჩადი დაცვას დაეხმარე...რობოტი კი არარის... ფაქტიურად საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა და ბოლომდე იბრძოდა ბიჭი მეტი რა უნდა ქნას... ამ გუნდით დვალიშვილი კი არა თვით მესი და სუარესიც ვერ გაიტანს რადგან ფორვარდამდე ბურთი ფაქტიურად არ მიდის... მოკლედ დვალიშვილის დაბრუნება ნაკრებში სწორი გადაწყვეტილებაა!!!
bs-s
16:53 08-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული