საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა სლოვაკეთთან მატჩში ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობა სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩში ცნობილია.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ეს 11-ეული შეარჩია: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკააძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, სანდრო კობახიძე, გიორგი ნავალოვსკი, ლევან მჭედლიძე.

სათადარიგოები: გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე, ალეკო ამისულაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი ქვილითაია, ზურაბ ცისკარიძე, ლევან ყენია, ჯაბა ჯიღაური, ლაშა დვალი.

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს საქართველოს ნაკრები ავსტრიის ქალაქ ველსის სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრას სლოვაკეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19:30 სთ-ზე
დაიწყება და მის ტელერეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა შედეგი უნდა იყოს როცა შემადგენლობაში არის ისეთი ფეხბურთელები რომლებსაც 90 წუთი თვითონაც არახსოვთ როდის ითამაშეს.
giorgi
20:00 27-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული