სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« ივლისი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
"პირველად ხდება, რომ ჩვენი ნაკრების თავკაცს ექნება ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი"
AutoSharing Option
13:25 14-03-2016
დღეს, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიადარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი წარადგინა.

51 წლის სლოვაკ სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და პროგრამა-მინიმუმად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება დაისახა.

ლევან კობიაშვილი:

"წარმოგიდგენთ ჩვენი ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს. მოგახსენებთ, თუ რატომ შევაჩერეთ არჩევანი ვაისზე.

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენი მოლაპარაკებები თვენახევარი მიმდინარეობდა. რამდენიმეჯერ შევხვდით, მომავალზე, თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. ბოლო შეხვედრა თბილისში შედგა და ვაისმა ნახა, რასთან ექნებოდა საქმე, სად იმუშავებდა და ა.შ.

ჩვენი პირველი ამოცანა და მიზანი იყო, გვენახა ისეთი მწვრთნელი, რომელსაც სანაკრებო დონეზე ექნებოდა მუშაობის გამოცდილება. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ნაკრებში ინიშნება კანდიდატურა, რომელსაც სანაკრებო დონეზე დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, მას საკლუბო დონეზეც აქვს წარმატება. 

ხელშეკრულება არის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე. აქაც პირველად ხდება, როცა ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს ექნება ფიქსირებული ხელფასი+ბონუსი.

ბედნიერები ვართ, რომ მივაღწიეთ ხელშეკრულების გაფორმებას ვაისთან. მასთან არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა აქცენტი ფინანსებზე - მთავარი იყო მომავალი, ერთად მუშაობა, რა პოლიტიკა გვქონდა და ა.შ. ასევე უნდა ითქვას, რომ ამ თვენახევრის მანძილზე მას ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს ფეხბურთელებზე.

ყოფილ მწვრთნელთან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი გავწყვიტეთ. მსურს მადლობა გადავუხადო მას და წარმატებები ვუსურვო სამომავლოდ".
მერა
23:49 14-03-2016
რატომაა საიდუმლო ვაისის ხელფასი,როცა ცხადაძის ხელფასი არ იყო საიდუმლო?რამდენია ეს ფიქსირებული ხელფასი?იქნებ გვატყუებ და ცხადასძეზე მეტი დაუნიშნე?არ გვაქ უფლება ვიცოდეთ რამდენის ეკონომია გააკეთე?
kaxeli papa
23:09 14-03-2016
გამაგიჯებტ ხალხო, ფული გაინტერესებტ ტუ-ნაკრები?