სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
კახა ცხადაძემ Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა
AutoSharing Option
13:12 01-02-2016
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ინტერნეტპრესკონფერენცია დაწყებული იყო, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ცხადაძესთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო... არსებული ინფორმაციით, საკითხი საბოლოოდ მხარეთა შეხვედრის შემდეგ უნდა გადაწყდეს. შესაბამისად, კახა ცხადაძემ მკითხველთა კითხვებს ჯერ კიდევ ეროვნული გუნდის თავკაცის რანგში უპასუხა.

თავდაპირველად მან მკითხველებს ბოდიში მოუხადა, გასაგები მიზეზების გამო, პასუხის დაგვიანებისთვის:

"ვიდრე შეკითხვებზე პასუხს გაგცემდეთ, მსურს დიდი ბოდიში მოვუხადო მკითხველს, რომ მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, კითხვებზე პასუხები ცოტა დამიგვიანდა. ასევე, მსურს დიდი პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ".

იხილეთ ინტერნეტკონფერენცია სრულად

ფანი
17:18 01-02-2016
კახა!ჩემს კითხვაზე, ქუთაისის ტორპედოდან ვინ მიგაჩნიათ ნაკრების წევრობის კანდიდატი არ გიპასუხიათ,ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. პასუხს მოუთმენლად ველოდები,გთხოვ არ დაიზაროთ და აუცილებლად მიპასუხოთ.
Akaki
15:30 01-02-2016
ბაცჰანას რომ იძახებს ნაკრებში, მაგის მაგივრად გამოიძახოს ჯიღაური, მერებაშვილი, ზორიას ფეხბურთელი ლიპარტია, მითუმეტეს ლიპარტია ძირითადის ფეხბურთელია და დროის ნაკლებობას არ განიცდის, თუ მაინც და მაინც თავდამსხმელი უნდა გამოიძახოს ქვილითაია, ვის დააჯერებს ეხლა ეგ რო ბაჩანა ჯობია ქვილითაიას