სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
პოზიცია: შუა მდინარეში ცხენებს არ ცვლიან...
AutoSharing Option
13:01 25-01-2016
ლევან კობიაშვილის ბრიფინგმა ყველა "ჰოს" და "არას" წერტილი დაუსვა. კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. ეს საკითხი აღმასკომზე გავა და აღმასკომიც ხელს ასწევს...

ჯერ კიდევ ნოემბერში "ლელოს" ყურამდე მოაღწია ხმამ, რომ ფეხბურთის ფედერაცია მთელი სამწვრთნელო ვერტიკალის შეცვლას გეგმავდა. ამ ხმებით ბევრი რამ არ ჯდებოდა ლოგიკაში, მაგრამ დღეს ეს უკვე რეალობაა...

აქ პრობლემა მარტო ის არ არის, რაც უშუალოდ ცხადაძესა და ფეხბურთის ფედერაციას შორის მოხდა. ასაკობრივი ნაკრებებიც არ უნდა დაგვრჩეს განზე. ესეც სამსჯელო თემაა...

ფეხბურთის ფედერაცია თითოეული მწვრთნელისგან ითხოვს შედეგს და ახალი მოდელით აპირებს მათი შრომის ანაზღაურებას - ანუ მთავარი კრიტერიუმია შედეგი. ხელფასი პლუს ბონუსი, იმის გათვალისწინებით, თუ რას მიაღწევს ესა თუ ის მწვრთნელი. ძალიანაც კარგი და ვფიქრობ, მოუხდება კიდეც საქმეს. რა უნდა იყოს ამაში ცუდი და მიუღებელი?

მაგრამ ჯერ გასარკვევია, რა სტანდარტებითა თუ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს ფეხბურთის ფედერაცია? შევთანხმდეთ, რომ ეს კრიტერიუმები და სტანდარტები ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ასე არ არის?

ჰოდა, საინტერესოა, რატომ არ გაითვალისწინეს ეს ყველაფერი 17 და 19-წლამდელთა მწვრთნელების მაგალითზე? რა, არ ჰქონდათ შედეგი გოჩა ავსაჯანიშვილსა და ვასილ მაისურაძეს? მაშ, რატომ შეცვალეს ისინი ზედ ელიტრაუნდების წინ? სად არის აქ ლოგიკა?

ეს კითხვები, ჯერჯერობით, უპასუხოდაა - არანაირი წონადი არგუმენტი! მთავარი შედეგიაო და, ამ ცვლილებების გამო, თქვენც მოგეთხოვებათ პასუხი, ბატონებო! შედეგი თქვენმა გადაწყვეტილებებმაც უნდა მოიტანოს.

დავუშვათ და, ორივე ნაკრები რომ ჩაფლავდეს მოახლოებულ ელიტრაუნდებში (რაშიც ყველაზე ნაკლებად იქნებიან დამნაშავენი ვასილ მაისურაძე და გიორგი ყიფიანი) საინტერესოა, რა ფორმით აგებთ პასუხს? გადადგებით?

ჩემი მხრიდან გპირდებით - თუ შედეგი იქნა (ნეტავ!), პირველი ვიქნები, ვინც იტყვის, რომ მართლები იყავით ამ გადაწყვეტილებებში.

რაც შეეხება ცხადაძეს. უნდა თუ არა, მართალია თუ არა, ფედერაცია ვერ ასცდება ეჭვს, რომელიც ღრღნის გულშემატკივარს (თუ არ გჯერათ, გადით და ჰკითხეთ ნებისმიერ მათგანს) - რომ "ცხადაძე არ იყო ამათი "სასტავის" კაცი", რომ "მას განგებ დაუდეს ისეთი პირობები, რასაც კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ალბათ არცერთი მწვრთნელი არ დათანხმდებოდა", რომ "აიძულებენ, წავიდეს და ახლა მოიყვანენ "თავიანთ კაცს" და ასე შემდეგ...

ეს ეჭვები თავადვე გააღრმავა ფედერაციამ, როცა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პოსტი ვაკანტური დატოვა და ცხადაძის თავზე "დამოკლეს მახვილივით" ჩამოჰკიდა...

ვერავინ იტყვის, რომ ცხადაძის ნაკრები ვარსკვლავებს წყვეტდა და არა მგონია, ამის ილუზია თავად ცხადაძესაც ჰქონდეს. მაგრამ დემორალიზებული გუნდი რაღაცნაირად დალაგდა, უფრო მეტად - მოედანს მიღმა, ვიდრე - მოედანზე, მაგრამ მაინც. ვფიქრობ, პოზიტივი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ნეგატივი

ახლა წარმოვიდგინოთ, "იმ" კაცის მდგომარეობა, ვინც ნაკრების სათავეში უნდა მოვიდეს. რა უნდა მოასწროს? ალბათ, ორი ამხანაგური მატჩი მაის-ივნისში, სექტემბრიდან კი უკვე შესარჩევი ციკლი იწყება.

არ ვარ ადვოკატი არც ერთი მწვრთნელის. არც მათ სახელფასო უწყისებში ვიქექები. მით უმეტეს, ძალზე რთულია აქ რაიმე სტანდარტზე მსჯელობა - ბევრს იღებს თუ ცოტას. გააჩნია, ვის რამდენად უღირს თავისი სამუშაო და ვის რამდენი ემეტება ამ სამუშაოს ანაზღაურებისთვის.

აქ ლაპარაკია მიდგომაზე, პრინციპზე - დღეს, ამ მოცემულ მომენტში, მწვრთნელის კონტრაქტის გადახედვა (რაც ბუნებრივად დისკომფორტს უქმნის მას და წნეხში აქცევს) სწორედაც რომ პრინციპულად არასწორია. მერე, კი ბატონო! როცა დავითვლიდით წიწილებს 2017 წლის შემოდგომაზე...

ეროვნული ნაკრები სათუთი სფეროა, მით უმეტეს, საქართველოში. ეს არის საფეხბურთო პირამიდის კენწერო და მისი ინტერესები პირველ რიგშია გასათვალისწინებელი. საერთოდ, ქირურგიული ჩარევა ხდება მაშინ, როცა ეს გადაუდებელი აუცილებლობაა. ვფიქრობ, ეს აუცილებლობა ცხადაძის შემთხვევაში არ დამდგარა.

ფეხბურთის ფედერაციას პატივი უნდა ეცა მწვრთნელის მოქმედი კონტრაქტისთვის და მხოლოდ ახალი შესარჩევი ციკლის მიხედვით გადაეხედა მისთვის, ან შეეწყვიტა, ან ნაკუწებად ექცია თუ რაც გნებავთ ის...

ცხადაძემ რაღაც დათმო (ვინმესთვის თუ ცოტა იყოს ეს, სხვა საქმეა), უნდა დაეთმო ფედერაციასაც...

იმიტომ, რომ ის კარნახობს პირობებს და ბერკეტებიც მის ხელშია...

იმიტომ, რომ დღეს ცხადაძე მისი შეგირდებისა თუ გულშემატკივრების თვალში "დაჩაგრული კაცია", ხალხი კი, მისი ბუნებიდან გამომდინარე, თითქმის ყველა შემთხვევაში დაჩაგრულის მხარეს დგება...

იმიტომ, რომ დღეს ეს აურზაური და ნაკრების გარშემო წყლის ამღვრევა, პირველ რიგში, თავად ფედერაციას არ უნდა აძლევდეს ხელს...

იმიტომ, რომ მათი საქმიანობაც რაღაც ეტაპზე შეფასდება და შეფასდება სწორედ ნაკრების შედეგებით...

იმიტომ, რომ შუა მდინარეში ცხენებს არ ცვლიან...

პაატა გელაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჩორნა
20:12 25-01-2016
ლოცვა და მამაოების დაფინანსება რო სჰველოდეს სახემციფოს მაშინ ამერიკაში ცატაბჯენების მაგივრად სულ ეკლესიები უნდა იყოს რიტი მიაგწიენ ყველაფერში წარმატებას ერტმანეტს გვერDში დაუდგნენ და ერთად ააშენენ სულ რამდენიმე საუკუნეში ცჰვენ და ცჰვენს ფეხბურთს ლოცვა გადაარჩენს..
ჩორნა
19:57 25-01-2016
შენ ალბატ მსაჯი ხარ აქ ყველას უნდა გაუკონტროლო სიტყვები, ეს ყველას არ ეხება რაც მე ვტქვი
ჩამოიყვანე აბა ბილიჩი თუ გაწვრტნის საქარტველოს. ეხა გაახსენდა ყველას რო მაგალი ხელფასია ტურმე, მერე სხვა მწვრთვნელი გვეთყვის კიდე 1-2 წელიო და მე, შენ და ყველა გულ შემატკივარმა დავჭამოთ ერთმანეთი ესაა ჩვენი რეალობა ავყვეთ პროვოკაციას, გადავაგდოთ ცხადაძე მოვიყვანოთ ახალი ვინმე მერე ახალად დავიწყოდ ყველაფერი ტავიდან კიდე ვიკამათოდ მე და შენ აქ,, და ჩვენ რას მივიგებთ ამითარაფერს დავენდურებით 2 გულშემატკივარი ერთმანეთს იმიტო რო თურმე ფედერაციას და სამინისტროს სულ ბოდიში მაგრამ კიდია მე და შენ რაზე ვისაუბრებთ,,ცხადაზეს რო გადაეკიდენ შენ გჯერა რო კობი 600 ლარზე მუშაობს ტუ სპორტის მინისტრი მუშაობს 600 ლარზე, ასე რო შემოგევლე ძამიკო ზოგადად ირი მნიშვნელობით ვთქვი მიმიტევე,, მაგრამ დროა გავიღვიზოდ და მაშტაბურად ვიფიქროდ და პროვოკაციას არ ავყვეთ..